ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან მოლაპარაკება არ დასრულებულა


18 თვის მანძილზე გაჭიანურებულ შეხვედრებზე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღებას ცდილობენ, რომელიც ირანს ბირთვული აქტივობის შეზღუდვის სანაცვლოდ ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის

ირანს და ექვსი ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს შორის მოლაპარაკება დღესაც გრძელდება. 18 თვის მანძილზე გაჭიანურებულ შეხვედრებზე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღებას ცდილობენ, რომელიც ირანს ბირთვული აქტივობის შეზღუდვის სანაცვლოდ ეკონომიკურ სანქციებს შეუმსუბუქებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ დღეს დღის ბოლომდე შეთანხმებას მიაღწევენ. მოლაპარაკების მონაწილე დიპლომატებმა კვირასაც მიანიშნეს, რომ ისინი კომპლექსური დოკუმენტის ხელმოწერასთან ახლოს არიან. მათ შორისაა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ „კარგი შეთანხმებისთვის“ ყველაფერი მზად არის და მოლაპარაკების კიდევ გადადება აღარ მოხდება.

XS
SM
MD
LG