ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული მოლაპარაკებები 13 ივლისამდე გაგრძელდება


ირანი და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ვენაში, ბირთვულ საკითხზე ყოვლისმომცველი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს 13 ივლისამდე გააგრძელებენ.

ირანი და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ვენაში, ბირთვულ საკითხზე ყოვლისმომცველი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს, კიდევ ერთი საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ აგრძელებენ.

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ოფიციალური პირები ვენის სასტუმროში შეხვდნენ, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სასტუმროს აივნიდან საუბრისას ზარიფმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია. მაგრამ, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა შაბათს და კვირას მისი ავსტრიის დედაქალაქში დარჩენა, მან უპასუხა: „როგორც ჩანს, ასე იქნება“.

ზარიფმა ქვემოთ შეკრებილ ჟურნალისტთა ჯგუფს უთხრა: „საბოლოო ვადა არ არსებობს, ჩვენ ის არ გვაქვს. მე კარგი შეთანხმების მიღწევა მსურს“.

მოლაპარაკებების მეორე კვირის დაწყებასთან ერთად, გაღიზიანების ნიშნებიც მატულობს. ხუთშაბათს, მოგვიანებით ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად,ზარიფი თავს დაესხა, როგორც თვითონ თქვა, „რამდენიმე ქვეყანას“, რომლებიც თავის პოზიციებს ცვლიდნენ და „გადამეტებულ მოთხოვნებს“ აყენებდნენ.

ხუთშაბათს უფრო ადრე, კერიმ თქვა, რომ რთულ გადაწყვეტილებებს მალე თუ არ მიიღებენ მისი მომლაპარაკებლები „პროცესის დასამთავრებლად მზად არიან.“

XS
SM
MD
LG