ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მსჯელობენ


ამერიკის სახელმწიფო მდივანი - ჯონ კერი ვენაში

ირანი და მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები დაწესებული ვადის ორჯერ ამოწურვის მიუხედავად ვენაში მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მხარეებმა შეთანხმების მიღწევის მორიგ ვადად პარასკევი დათქვეს.

ერთ-ერთმა დიპლომატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ უნდა გადავადდეს ისევ შეთანხმების მიღწევა.

მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ ვადები ხელშეუხებელი და წმინდა არ არის, მისი თქმით თეირანი მოლაპარაკებებს იმდენ ხანს გააგრძელებს რამდენიც საჭირო იქნება.

შეერთებული შტატების დელეგაციის სპიკერმა მარი ჰარფმა კი თქვა, რომ ამერიკა შეთანხმების ხარისხზე უფრო სწუხს, ვიდრე ვადებზე.

მოლაპრაკებების ბოლო რაუნდი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას ირანის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის წარმომადგენლები იღებენ.

მოლაპარაკებების მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სამშვიდობო იყოს, სანაცვლოდ კი დასავლეთი ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას აპირებს.

XS
SM
MD
LG