ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი ლიბანს ეწვია


ირანის პრეზიდენტი ლიბანს ეწვია

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ოფიციალური ვიზიტით ლიბანს ეწვია. ბეირუთში მის კორტეჟს ლიბანელები პატივისცემის ნიშნად ბრინჯს, ტკბილეულსა და ვარდის ფურცლებს აფანტავდნენ.

ბეირუთის აეროპორტში ირანის ლიდერს ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ნაბიჰ ბერი შეეგება. ირანის ოფიციალური მედიის ცნობით, აჰმადინეჟადმა ბერისთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი ქვეყნების მტრებს ლიდერების ერთობლიობა აშინებთ.

ირანის პრეზიდენტი, პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიბანის ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს, რათა მეამბოხეთა დაჯგუფება ჰეზბოლას მიმართ, რომელიც ირანის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, საკუთარი თანადგომა დააფიქსიროს.

XS
SM
MD
LG