ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გათავისუფლებული ირანელი ჟურნალისტი თეირანშია


ირანელი ჟურნალისტი, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა, და აშშ-ში ათი დღით დააკავეს, თეირანში დაბრუნდა.

მარზიე ჰაშემის, რომელიც „პრეს ტვ“-ის დიქტორია, ოთხშაბათს, აეროპორტში ასობით ადამიანი შეეგება. ის 13 იანვარს დააკავეს, როცა მისურის ქალაქ სენტ-ლუისში ჩავიდა ოჯახის მოსანახულებლად.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იგი გასულ კვირას გაათავისუფლეს, ფედერალურ გამოძიებაში მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემის შემდეგ. მათ გამოძიების მიზეზი ან მიზანი არ დაუსახელებიათ. ჰაშემიმ განაცხადა, რომ დაკავების დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს, თუმცა სურს აღნიშნოს, რომ ეს ფაქტი „პირდაპირ ირანს უკავშირდება“.

აშშ-ის მთავრობამ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ამ საქმეზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG