ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასული წელი ირანისთვის მნიშვნელოვანი იყო


ირანის ბირთვული პროგრამის გრძელვადიან შეზღუდვაზე მოლაპარაკებები მომავალ წელსაც გაგრძელდება

2013 წელი ირანისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო. ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რის შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა უფრო ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკოსი. ასევე ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით საეთაშორისო თანამეგობრობასთან დროებითი შეთანხმება შედგა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ რეალურად მთავარი გამოცდა მათ 2014 წელს ელოდებათ, როდესაც ირანის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულების დრო მოვა, რომ ქვეყნის პოლიტიკა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სულ უფრო თანმიმდევრული გახდეს. ლონდონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი მოგვითხრობს.

ნოემბრის თვე მნიშვნელოვანი იყო ირანისთვის ერთი მთავარი მოვლენის გამო, როდესაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის უცხოელ კოლეგებთან, მსოფლიოს 6 სუპერ სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამარტივების თაობაზე შეთანხმებას მიღწია
.
ამ მოვლენამ ირანში მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი დაასრულა.

სულ რაღაც ერთი წლის წინ, პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი კვლავ მიმართავდა თავის უკომპრომისო პოლიტიკას დასავლეთის მიმართ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გამართულიყო მოლაპარაკებები ირანის ბირთვული განვითარების საკითხზე, რის გამოც ირანის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის მენეჯმენტზე და ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა.

ივნისში, ირანის მოსახლეობამ ახალი, ზომიერი პოლიტიკური შეხედულებების პრეზიდენტი ჰასან როჰანი აირჩია, რომელმაც აჰმადინეჟადი შეცვალა. და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო , ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხრიდან როჰანის პოლიტიკის მიმართ სახალხო მხარდაჭერის გამოცხადებაც.

ყველაფერი ეს ჟენევაში, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებაზე აისახა.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ირანში რიჩარდ ლიბერონი: ცხადია, რომ სახეზე ნამდვილად არის ეფექტური ცვლილებები, თუმცა ამ მდგომარეობიდან გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა იყოს.

ამერიკის ხმას ის სკაიპის მეშვეობით გაესაუბრა. ყოფილი ელჩი ამჟამად ატლანტიკურ საბჭოში მოღვაწეობს.

რიჩარდ ლიბერონი: 2014 წელი გადამწყვეტი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ გაირკვევა ნამდვილად არის თუ არა მზად ირანი კურსის სტრატეგიული ცვლილებისთვის. თუმცა ამ ეტაპზე, მივიჩნევ, რომ ეს ირანის მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური სვლა იყო.

ლიბერონი ვარაუდობს, რომ ქვეყნის შიგნით ზომიერ და შეურიგებელ ძალებს შორის ბრძოლა ისევ განახლდება, ვინაიდან ირანს უფრო მეტი დათმობისკენ მოუწოდეს, რათა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უფრო გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწიონ.

სტრატეგიული კვლევის ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი მარკ ფიცპატრიკი ამბობს, რომ ომის თემაზე საუბარი რამდენიმე თვე მაინც აღარ იქნება და საუბრები მოლაპარაკებების შესახებ გაგრძელდება.

მარკ ფიცპატრიკი: თუკი ირანის ბირთვული პროგრამა არ შეიზღუდებოდა, ის პროგრესულად გადაკვეთდა ისრაელის წითელ ზოლს, და მომავალი ზაფხულისთვის შედეგად სამხედრო მოქმედებებს ვიხილავდით.

ფიცპატრიკიც და ლიბერონიც ორივე ერთად ეჭვობს, ირანის ლიდერს რამდენად აქვს ინტერესი რომ ირანის ბირთვული პროგრამა შეჩერდეს. ექპერტები ამბობენ, რომ როგორც ჩანს ოფიციალური პირები ამ მიმართულებით მომავალში უფრო იმუშავებენ, ვიდრე გამარტივებული სანქციები მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ფიცპატრიკი ამბობს, საინტერესოა, ირანი რა მასშტაბის შეზღუდვებს დაექვემდებარება, და რამდენი ხანს წაიღებს პროგრამის განვითარება, თუკი ირანი ამას გადაწყვეტს.

მარკ ფიცპატრიკი: შეეგუებიან იმას,რომ როგორც შეერთებულ შტატებს სურს, შეიზღუდოს პროგრამის წარმოება, რათა სანქციების გამარტივების სანაცვლოდ მოსახლეობამ კომფორტულად იგრძნოს თავი. ეს მომავალი მოლაპარაკებების დროს ყველაზე რთული საკითხი იქნება.

ასეთი მოლაპარაკებები ექვს თვეში ერთხელ იმართება. ბევრი ექსპერტის განცხადებით, მომავალი შეხვედრა საკმაოდ რთული იქნება. ირანის საკითხთან ოდნავი პროგრესიც კი ახლო აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან საკითხთან დაკავშირებული დაძაბულობის განმუხტვას შეძლებს. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თანამშრომლობის დაწყებას სხვა საკითხების გარშემოც, როგორიცაა სირია. თუმცა თუ მხარეები ჩიხში შევიდნენ, ეს გასული წლების დაძაბულობის ატმოსფეროს ისევ განაახლებს.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00
ბმული
XS
SM
MD
LG