ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სანქციები ირანზე


შეერთებული შტატების სამიზნე ათეულობით კომპანია, თუ ინდივიდი იყო, რომელთაც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში ხელშეწყობის გამო დაწესებული სანქციები შეეხო. ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში ბრალდებულებს საბანკო ანგარიშები გაეყინათ.

სანქცირებულთა შორის არიან გადამზიდავი კომპანიები და იდივიდები, რომლებიც სინგაპურში, უკრაინაში და ფილიპინებზე მოქმედებენ. შეერთებული შტატების ოფიციალურ განცხადებაში 5 ირანელიც არის დასახელებული, რომლებიც ასევე უწყობდნენ ხელს ბირთვული, თუ ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების დაწინაურებას.
XS
SM
MD
LG