ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარტერის ხელმეორე ვადით არჩევა სწორედ ირანში მძევალთა კრიზისმა გადაწყვიტა


კარტერის ხელმეორე ვადით არჩევა სწორედ ირანში მძევალთა კრიზისმა გადაწყვიტა
კარტერის ხელმეორე ვადით არჩევა სწორედ ირანში მძევალთა კრიზისმა გადაწყვიტა

ირანში ამერიკელების მძევლად აყვანას დეტალურად ყოფილი პრეზიდენტი კარტერი თავის ახალ წიგნში აღწერს.

30 წლის წინ, 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი ჯიმი კარტერია და მისი ვიცე პრეზიდენტობის პოსტის მაძიებელი ვალტერ მონდეილი რესპუბლიკელ მეტოქეებთან დამარცხდნენ, და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სადავეები რონალდ რეიგანსა და ჯორჯ ჰერბერტ ვოკერ ბუშს გადააბარეს.

დემოკრატების მარცხი ქვეყნის მზარდი ეკონომიკური პრობლემების, უმუშევრობისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-ირანის მძევალთა კრიზისის ფონზე მოხდა.

ჯიმი კარტერმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რიგით ოცდამეექვსე წიგნი, სადაც ყოფილი პრეზიდნეტი მისი ადმინისტრაციის წლებს აჯამებს.

კარტერი: „მე ჩავთვალე, რომ ამერიკელებისთვის, ისევე როგორც უცხოური აუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნებოდა იმ დროს თეთრი სახლის მოღვაწეობის გაცნობა. უფრო ზოგადად კი, ისტორიული გადასახედიდან, მკითხველისთვის მინდოდა ამეხსნა, თუ რა ხდება დღეს საპრეზიდენტო ინსტიტუტის ირგვლივ.“

კარტერის წიგნში მისი მმართველობის წლებში, ბევრი გადამწყვეტი მომენტია გაცოცხლებული. მათ შორის ირანის მძევალთა თემა.

შეგახსენებთ, რომ 1979 წლის 4 ნოემბერს ირანელი რევოლუციონერები თეირანში ამერიკის საელჩოში შეიჭრნენ და 52 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. მძევლები გამტაცებლებს 444 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმ კარტერი თავის ახალ წიგნში წერს, რომ მძევალთა კრიზისმა მისი ადმინისტრაციის ერთერთი ყველაზე რთული საგარეო პოლიტუიკური გამოწვევა შექმნა.

კარტერი: „ჩემს წიგნში ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ ძალიან მძიმე დღეებში ყველაზე ბევრს ვლოცულობდი. უფალს ვთხოვდი რომ ძალა მოეცა ჩემთვის და ამერიკის ინტერესების დაცვა შემძლებოდა. ასევე ყველა გატაცებულის მშვიდობიანად დაბრუნებას ვავედრებდი ღმერთს. „

თავის მემუარებში, კარტერის ვიცე პრეზიდენტმა ვალტერ მონდეილმა ასევე გაიხსენა მისი ადმინისტრაციაში მოღვაწეობის დეტალები.და ირანში გატაცებული მძევლების შესახებაც უამბო მკითხველს.

მონდეილი: „ ხანდახან გვეგონა, რომ პროგრესი გვქონდა, და იმედი გვეძლეოდა. თუმცა უფრო ხშრად, ყველაფერს ვაკეთებდით და შედეგად ვერაფერს ვაღწევდით.“

ადმინისტრაცია მაქსიმუმს ცდილობდა და ამ ძალისხმევაში ერთერთი იყო 1980 წლის 24 აპრილს, სამხედრო სამაშველო ოპერაციის განხორციელება. ოპერაციაში რამდენიმე შეულმფრენი და სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. კარტერი, რომელმაც ეს გეგმა დაამტკიცა, ამბობს, რომ შვეულმფრენების ბორტზე ამერიკის სამხედრო ელიტარული დანაყოფის დელტას ძალები იმყოფებოდბნებნ, და ისინი გეგმის თანახმად თეირანში, ამერიკის საელჩოში უნდა ჩაფრენილიყვნენ, მძევლები გაეთავისუფლბინათ და დაბრუნებულიყვნენ იმ შვეულმფრენეზე, რომელიც მათ უდაბნოში დაელოდებოდათ.

კარტერი: „ამ ოპერაციისთვის სულ მცირე ექვსი დიდი შვეულმფრენი იყო საჭირო . ჩემი გადაწყვეტილებით, გაიგზავნა რვა . ერთერთი მათგანი უმიზეზოდ უკან გაბრუნდა თვითმფრინავისკენ. მეორე ირანის უდაბნოში ჩამოვარდა, მესამემ ჰიდრავლიკური გაჟონვის მიზეზით პრობლემები განიცადა და სი- 130 ტიპის თვითმფრინავს შეეჯახა.“

ოპერაცია კრახით დასრულდა. ავიაკატასტროფის შედეგად, რვა ამერიკელი სამხედრო და ერთი ირანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ვალტერ მონდეილი ამბობს, რომ ეს ინციდენტი კარტერის ადმინისტრაციის ყველაზე ცუდი დღე იყო.

ირანის მძევალთა კრიზისმა კარტერსა და მონდეილს ამერიკელი საზოგადოების ნდობა დააკარგვინა. ინციდენტი 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე მოხდა და ძალიან დიდი გავლენა იქონია მის შედეგებზე. ამერიკელებმა რონალდ რეიგანის კანდიდტაურას მიანიჭეს უპირატესობა.

კარტერი: „მას-მედია სრულად იყო მოცული ირანის ინციდენტზე საუბრით და იმის განსჯით, რომ მე ამერიკელები ვერ დავიხსენი განსაცდელიდან. ეს ერთადერთი და ყველაზე მთავარი საკითხი იყო, რომელმაც ჩემს დამარცხებაზე პირდაპირ იმოქმედა. კიდევ ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემს ყველანაირ საკანონმდებლო ინიციატივას სენატორი ტედ კენედი მკაცრად ეწინააღმდეგებოდ და კონგრესში ბლოკავდა მათ.“

1981 წლის 20 იანვარს ირანის რევოლუციურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ , რონალდ რეიგანის ინაუგურაციის შემდეგ მძევლები გაათავისუფლა. ჯიმი კარტერი პრეზიდენტ რეიგანს სიკეთეს არ უვიწყებს და ამბობს, რომ ახალმა პრეზიდენტმა მას პირადად თხოვა გერმანიაში ჩასვლა და ყოფილ მძევლებთან შეხვედრა.

მიუხედავად ამ საშნელი ინციდენტისა, ვოლტერ მონდეილი და პრეზიდენტი კარტერი ძალიან გულთბილად იხსენებენ ადმინისტრაციის ოთხ წელიწადს.

19081 წლის 20 იანვარს ჯიმი კარტერმა და ვალტერ მონდეილმა თეთრი სახლი დატოვეს. დღეს ორივე მათგანი ყველაზე მხცოვანი ამერიკელი ლიდერია, რომლებიც ხელისუფლებიდან 25 წლის წინ წასვლის შემდეგ დღესაც საზოგადოებრივ ცხოვრებას ინარჩუნებენ.

XS
SM
MD
LG