ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილით დასჯილი ათობით ადამიანი - ახალი დოკუმენტები ჩეჩნეთიდან 


რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, ჩეჩნეთში სამართალდამცავებმა 30-მდე ადამიანი მოკლეს, ადამიანები რომლებიც მათ ისე დააკავეს და გაასამართლეს, რომ ამის შესახებ სასამართლოს არც კი შეატყობინეს.

"რადიო თავისუფლებაზე" დაყრდნობით, დოკუმენტებით, რომელიც გაზეთმა გაავრცელა, ირკვევა, რომ შემთხვევა 2017 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულების გასამართლება ისე მოხდა, რომ სასამართლოს ამ საქმეზე არც კი უმსჯელია.

"მონსტრი" რომელიც ვერაფერ განსხვავებულს ვერ ეგუება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:18 0:00

"ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოკლულია კიდევ სამი ადამიანი. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისინი პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სექსუალური უმცირესობის უფლებებს იცავდნენ და ჩეჩნეთში არსებულ ვითარებას აპროტესტებდნენ. ამ დროისთვის, არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის.

გაზეთმა ჩეჩნეთის პოლიციას გადაუგზავნა ათობით ადამიანის სახელი და გვარი და სთხოვა მიეწოდებინათ დადასტურებული ინფორმაცია ამ პირების შესახებ.

პოლიციელებმა ჟურნალისტებს მხოლოდ ოთხი ადამიანის გარდაცვალება დაუადასტურეს, ხოლო ორ ადამიანზე განაცხადეს, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, პირები რომლის შესახებაც ჩეჩნეთის პოლიცია ირწმუნება, რომ ცოცხლები არიან, სინამდვილეში სიკვდილით დასჯილი მამაკაცის ძმები-მოხმა მუსკიევი და შამხან იუსუპოვი არიან.

ახალი დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ჩეჩნეთში 2017 წელს დაკავებულების ნაწილს აიძულებდნენ "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობის აღიარებას კამერების წინ.

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია. "სიკვდილით და განადგურებით" რამზან კადიროვი ემუქრება ყველას, ვინც რეგიონში კრემლის და მის მიერ შექმნილ წესრიგს არ ემორჩილებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG