ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ ელჩთან ნატოში


ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ ელჩთან ნატოში
ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ ელჩთან ნატოში

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი ალიანსის ახალ სტრატეგიაზე საუბრობს

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ამერიკის ყოფილ ელჩს ნატოში, ბატონ კურტ ვოკერს ესაუბრა. საუბრის ძირითადი თემები ნატოს ახალი სტრატეგია, ნატო-საქართველოს ურთიერთობა და რუსეთის როლი საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაში იყო.

- ბატონო კურტ, რა განსხვავებაა ნატოს ახალ სტრაგტეგიასა და ძველს შორის?

მოდით პირველ რიგში ავღნიშნოთ ის, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავება ნატოს ქვეყნებმა მოისურვეს და შარშან ნატოს სამიტზე გენერალურ მდივანს (ანდერს ფოგ რასმუსენი) სთხოვეს შეემუსავებინა ახალი დოკუმენტი. ამის შემდეგ მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით 12-კაციანმა ექსპერტთა ჯგუფმა ჩატარებული კვლევის საფუძველზე წარმოადგინა დოკუმენტი, რომელის ამ ეტაპზე მხოლოდ შემოთავაზებაა და არა დამტკიცებული სტრატეგია. ლისაბონის სამიტზე გენერალური მდივანი სტრატეგიის საკუთარ ვერსიას წარმოადგენს ნატოს ქვეყნებს დასამტკიცებლად.

სტრატეგია სამი ძირითადი ასპექტისგან შედგება - პირველი, ტრადიციული სამხერდო საფრთხეების შეფასება, ისეთის მაგალითად, როგორიცაა ავღანეთიდან მომავალი საფრთხე; მეორე, როგორ უნდა გაართვას ალიანსმა თავი რუსეთს და რა მექანიზმები დაამკვიდროს ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი გასამყარებლად და თითოეული წევრის დასაცავად; და მესამე, როგორ უნდა იმოქმედოს ალიანსმა არატრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ, მაგალითად, როგორიცაა კიბერ და ენერგო უსაფრთხოება. (ამერიკის ხმა: სტრატეგიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ასევე იხილოთ: ნატო-ს ახალი სტრატეგია: საქართველოს ადგილი და რუსეთთან პარტნიორობა.)

ნატოს ახალი სტრატეგია კონსოლიდაციაან იმ პრინციპებისა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ალიანსის ძირითად მმართველ მექანიზმებს წარმოადგენს. მაგალითად, ის რო ნატო ახალ სტრატეგიაში ამბობს, რომ „საკუთარი ტერიტორიის მიღმა შეუძლია ინტერესების დაცვა“ არ წარმოადგენს სიახლეს. ეს კონცეფცია რეიკიავიკის 2002 წლის სამიტზე შემუსავდა პირველად.

- უნდა განვიხილოთ თუ არა ნატოსა და რუსეთის მიერ ერთის მხრივ ახალი სტრატეგიის და მეორეს მხრივ, ახალი სამხედრო დოქტრინის გამოცხადება ერთ კონტექსტში? არის რაიმე კავშირი ამ ორ მოვლენას შორის?

ვხვდები სად შეიძლება პარალელების გავლება, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატო ყოველთვის თავდაცვითი ანუ რეაგირების გამკეთებელი ალიანსი იყო. რაც შეეხება რუსეთს, ის ხშირად ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედებს და თავს უფლებას აძლევს საკუთარი მოქალაქეები სადაც უნდა იქ დაიცვას, თუმცა ისინი შეიძლება მოქალაქეები იმიტომ არიან, რომ მათ უბრალოდ რუსული პასპორტები დაურიგეს. ეს უდიდესი ხარისხობრივი განსხვავებაა რუსეთსა და ნატოს შორის.

- ახალი სტრატეგია საქართველოს და უკრაინას ახსენებს და მათ ალიანსში გაწევრიანებას საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან აიგივებს. სტრატეგიის ეს ნაწილი, თუმცა, არც კი ახსენებს რუსეთს. რას ნიშნავს ეს? ნატო გარქკეულ ფაქტორებზე თვალს ხუჭავს რუსეთთან მიმართებაში?

პირველ რიგში არც საქართველოს და არც უკრაინას არ უნდა უნდოდეს, რომ მათი ურთიერთობა ნატოსთან რუსეთის პრიზმით ფასებოდეს. მეორე იმედის მომცემი ფაქტორი ის არის, რომ სტრატეგია ნატოს გაფართოვებას დადებით ფაქტორად აფასებს. ამის შემდეგ ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს ნატოსა და პოტენციურ წევრებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკისა და რეფორმების მიმართულებით სვლა. ნატოს მხრიდან კი გაფართოვებასთან დაკავშირებული საუბრის განახლებაა საჭირო.

ინტერვიუს დელატულ მიმოხილვას ჩვენს ხვალინდელ რადიო გადაცემაში შემოგთავაზებთ.

XS
SM
MD
LG