ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ თომას გოლცთან


თომას გოლცი:მედიაში ზედაპირულ ცნობებეზე დაყრდნობით არასერიოზული ხასიათის ინფორმაცია ვრცელდება

მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თომას გოლცის განცხადებით, ამერიკულ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმაა გაჩაღებული ბოსტონის მარათონის აფეთქებასთან დაკავშირებით , რაც ზედაპირულ ცნობებეზე დაყრდნობით არასერიოზული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება.
რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობენ ჩეჩნებზე, როგორც მუსულმანებზე ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ მე-19 საუკუნის ისტორიის და რუსეთ-კავკასიის ურთიერთობების ცოდნის გარეშე ჭეშმარიტებამდე მისვლა საკმაოდ რთულია. მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიურიდების აჯანყების დროს ჩეჩნების ეროვნული ლიდერი, ტომით ავარელი იმამი შამილი იყო. შემდეგ მე-20 საუკუნეში სტალინმა ჩეჩნები შუა აზიაში გადაასახლა, რასაც ისინი უდიდეს ეროვნულ კატასტროფად მიიჩნევენ. თომას გოლცის განცხადებით:“ ამ გადასახლების დროს ჩეჩენი ერის ცნობიერებაში ჩამოყალიბდა მძაფრი ეროვნული თვითშეგნება, რომელიც მათ მიერ არ იყო გაიგივებული ისლამურ რელიგიასთან.“ ამერიკელი მეცნიერის განცხადებით, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ჩეჩნების ნაწილმა წამყვანი თანამდებობები დაიკავა საბჭოთა კავშირის ძალოვან სტრუქტურებში. :“ამის საუკეთესო მაგალითია ჯოხარ დუდაევი, რომელიც საბჭოთა ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი და სტრატეგიული ბომბდამშენების პოლკის მეთაური იყო. ამის შემდეგ ჯოხარ დუდაევი სამშობლოში დაბრუნდა და ჩეჩენთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.“
1994-96 წლების საშინელი ომის შემდეგ ჩეჩენთა ეროვნული მოძრაობა ისლამურ რადიკალიზმში გადაიზარდა. ამერიკელი ექსპერტის განცხადებით:“ ჩეჩნეთში ისლამური მოძრაობის ლიდერმა დოკუ უმაროვმა განაცხადა, რომ არაფერი აკავშირებს ძმებ ცარნაევებთან, მართალია არც მათ ეხატებათ გულზე ამერიკა, მაგრამ ისინი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.“
როგორც თომას გოლცი ამბობს:“ ჩეჩენი ცარნაევების მიერ მოწყობილი ტერაქტი მარტოხელა მგლების მოქმედებას ჰგავდა და მას არაფერი აკავშირებს ჩეჩნების ეროვნულ მოძრაობასთან და კავკასიელი ჯიჰადისტების ბრძოლასთან რუსეთის წინააღმდეგ.“
ბატონი გოლცის თქმით, საინტერესო ფაქტია, რომ უმცროს ცარნაევს ჯოხარი ჰქვია, ჯოხარ დუდაევი კი 1996 წლის 21 აპრილს მოკლეს, როდესაც ამერიკული სატელიტური ტელეფონით საუბრობდა, რომლის ინტერლოკატორი სწორედ ბოსტონში მდებარეობდა. რა თქმა უნდა არავის შეუძლებელია იმის დამტიცება, რომ რუსებმა დუდაევის ლიკვიდაცია ამერიკელთა დახმარებით შეძლეს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს.
როგორც პროფესორი გოლცი ამბობს, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ტერაქტების შემდეგ ამერიკელებს უარყოფითი შთაბეჭდილება გაუჩნდებათ ჩეჩნების და ზოგადად კავკასიელების შესახებ, რასაც ამერიკელთა განათლების დაბალი დონეც შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG