ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონელი ჩეჩნები


ჩეჩენი დიასპორის მიმართ საზოგადოების ინტერესი ბოსტონში ერთიორად გაიზარდა

ბოსტონში მცხოვრები ჩეჩენი დიასპორის მთავარი სალაპარაკო თემა ისევ მარათონზე მომხდარი ტერორისტული აქტი და ჩეჩენი ძმები ჯოხარ და ტამერლან ცარნაევები არიან, რომლებიც საქმეში მთავარ ეჭვმიტანილებად ითვლებიან. ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების გამო ბოსტონში 3 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. მათ შორის ბევრს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.

მარიამ ბაიევა და მისი ძმა ისლამი მეგობრებთან ერთად პიკნიკზე არიან და ათი წლის წინ ამერიკაში დევნილებად გამგზავრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას იგონებენ. ალბათ ჯოხარ ცარნაევის თანატოლები იქნებიან. ორივე, მარიამი და ისლამი ბოსტონში მომხდარი ტერაქტის გამო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაკითხა. მარიამი ამბობს, რომ ჯოხარს მხოლოდ ბავშვობაში, მეორე კლასში იცნობდა.

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ძალიან ჭკვიანი. მათემატიკაში დავალების შესრულებაში ყოველთვის მეხმარებოდა. და ხშირად ხუმრობდა იმაზე, რომ მათემატიკა კარგად არ მესმოდა. ჯოხარი ნამდვილად ჭკვიანი ბიჭი იყო“ - იგონებს მარიამი.

ისლამ ბაიევი ამბობს, რომ არცერთ ძმას არ იცნობდა და შოკში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ მის თანატოლ ჩეჩნებს ამ საშინელი ძალადობის ფაქტის ჩადენაში ედებათ ბრალი.

პირველი ის გავიფიქრე, ნეტა მუსლიმი არ იყოს-მეთქი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის არამარტო მუსლიმია, არამედ ჩეჩენიც. ამან მართლა შოკში ჩამაგდო და ჩემში დიდი იმედგაცრუება და სირცხვილის შეგრძნებაც კი გამოიწვია“ - ამბობს ისლამი.

მარიამი ფიქრობს, რომ რაკი ჯოხარს და ტამერლანს ჩეჩნეთში ომის დროს არ უცხოვრიათ, ისინი სათნადოდ ვერ აფასებდნენ ამერიკელთა მხარდაჭერას და იმ უსაფრთხოებას, რის გარანტიასაც მათ შეერთებული შტატები აძლევდა.

„ჩეჩნეთში ათასობით ადამიანი მოკლეს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ფეთქდებოდა შენობები. დიდი უბედურება გამოვიარეთ. მაგრამ ბავშვი, რომელსაც იქ ფეხი არასოდეს დაუდგამს და ეს ყველაფერი თავისი თვალით არ უნახავს, ვერაფერს საზღვრავს. მე და ჩემ ძმას ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ საშინელებას მოვცილდით და ახლა ამერიკაში ვცხოვრობთ“ - აღნიშნავს მარიამი.

მარიამი და ისლამი ამბობენ, რომ ჩეჩენი დევნილები ამერიკამ ძალიან თბილად მიიღო. ისინი ყოველთვის მადლიერები დარჩებიან ბოსტონის საზოგადოების, რომელმაც ჩეჩნები თავისიანებად მიიღო და მათ მშვიდი და ნორმალური ცხოვრების საშუალება მისცა.
XS
SM
MD
LG