ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ტერაქტების გამოძიება


ამერიკული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეძლო ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილთა საქმეში არსებული ვინმე მიშას ვინაობის დადგენა, რომელმაც შესაძლოა ცარნაევების ოჯახის რადიკალიზაციაში თავისი წვლილი შეიტანა.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, გამომძიებლებმა არ დაადასტურეს ამ მიშას კავშირი ბოსტონის მარათონის აფეთქებასთან. როგორც ეჭვმიტანილთა დედა ზუბეიდატ ცარნაევა აცხადებდა, მისი უფროსი ვაჟი ტამერლანი, 5 წლის წინ ისლამური რადიკალიზმით ოჯახის მეგობრის გავლენით დაინტერესდა.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით, გამომძიებლები, ძმები ცარნაევების საეჭვო კავშირების დადგენას ცდილობენ, თუმცა შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
XS
SM
MD
LG