ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოენი: რუსეთი ამ ომში უკვე რამდენჯერმე დამარცხდა


წყარო: Modern Institute of War

როგორია ვითარება ფრონტზე, როგორ აფასებენ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის შანსებს დასავლეთში და რამდენად წარმატებული იქნება უკრაინის კონტრშეტევა? დაკარგა თუ არა საქართველომ ისტორიული შანსი?

ამ და სხვა საკითხბეზე, სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელს, ელიოტ კოენს, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

დიდი მადლობა, დავიწყებ იმით თუ როგორია მხარეების პოზიციები ფრონტზე?

ეს ომია. ასე რომ, რთულია იმის ზუსტად ცოდნა, თუ რა ხდება. ომის ნისლი ყოველთვის ძალიან სქელია. ამიტომ რაიმეს წინასწარმეტყველება რთულია. ერთი მხრივ აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობა, აეღო კიევი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსები დამარცხდნენ, კიევისთვის ბრძოლაში, დამარცხდნენ ხარკივისთვის ბრძოლაში. ვიტყოდი აქვთ მცირედი წარმატებები, სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ძალების მოკრებას და ხელახალი იერიშისთვის მომზადებას. ხოლო უკრაინელებს გარკვეული წარმატება აქვთ სამხრეთში, ხერსონის გარშემო.

ომის ნისლი ყოველთვის ძალიან სქელია. ამიტომ რაიმეს წინასწარმეტყველება რთულია.

ვფიქრობ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რა გავლენა ექნება დასავლურ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას მიეწოდება. მისი შედეგები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში შესამჩნევია. უკრაინელები წარმატებით იყენებენ მობილურ სარაკეტო სისტემებს, რომელიც მათ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მისცეს.

ასევე, მაღალი სიზუსტის არტილერიას. ეს არა მხოლოდ ტექნიკური დეტალი, არამედ სიტუაციის მნიშვნელოვანი განვითარებაა . უკრაინა ამ იარაღს იყენებს და იერიში მიაქვს რუსულ სამხედრო საწყობებზე. თუ უკრაინა მოახერხებს, რუსეთს შეუზღუდოს საარტილერიო საბრძოლო მასალაზე წვდომა, მაშინ ეს ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის. თუმცა, ამას დრო გვაჩვენებს.

უკრაინელი კომენტატორები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ახლა ცდილობს აღმოსავლეთში, იზიუმთან, სლავიანსკთან და ბახმუტთან უკრაინული ჯარის ალყაში მოქცევას, ისევე, როგორც ამას ცდილობდნენ სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მიმართულებით. სამხედრო სტრატეგიის დეტალებში არ შევდივარ, თუმცა საინტერესოა თქვენი აზრი როგორც სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოსის, თუ რას ნიშნავს რუსეთის ლიმიტირებული, თუმცა მაინც წინსვლა და მათ მიერ ლუჰანსკის გაკონტროლება?

პირველი რაც უნდა ვთქვათ ისაა, რომ ვხედავთ ინტენსიურ, კონვენციურ დაპირისპირებას, რომელიც არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ათწლეულია მსგავსი დაპირისპირების გამოცდილება არ ჰქონია არც დასავლურ, არც რუსეთის არმიას.

კიევის კონტრშეტევა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:14:46 0:00

მეორე ისაა, რომ რუსები, ცდილობენ გაიმეორონ, მეორე მსოფლიო ომში, აღმოსავლეთ ფრონტისთვის დამახასიათებელი, გრანდიოზული ალყის ტაქტიკა. თუმცა მათ ეს არ გამოსდით. ისინი იყენებენ დიდი რაოდენობით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს, ანადგურებენ ქალაქებს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათი ქვეითი ჯარი ახერხებს ამ ნანგრევების ოკუპაციას, თუმცა ძალიან მაღალი დანაკარგების ფასად.

რუსები, ცდილობენ  გაიმეორონ, მეორე მსოფლიო ომში, აღმოსავლეთ ფრონტისთვის დამახასიათებელი, გრანდიოზული ალყის ტაქტიკა.

ამიტომ რუსები წინ მიდიან თუმცა ვერანაირ გადამწყვეტ პოზიციებს ვერ იკავებენ. მათ ნგრევა მოაქვთ, პატარა ქალაქების ოკუპაციას ახდენენ. ხოლო უკრაინელები მოქმედებენ, კლასიკური ელასტიური თავდაცვის პრინციპით, როცა თმობ რელიეფს, ტერიტორიას, თუმცა ისე, რომ ამაში საფასურს ახდევინებ მოწინააღმდეგეს.

ეს არის გამოფიტვის ომის ტაქტიკა. რუსებს ამ კუთხით დიდი დანაკარგები აქვთ. ეცდებიან ამის შევსებას. ახლა სწორედ ამას ვაკვირდებით.

თქვენ თქვით რომ ეს მოწინააღმდეგის გადაღლის ომია, როგორ ფიქრობთ, ამ ომს უკვე აქვს გრძელვადიანი კონფლიქტის სახე? მესმის რომ ეს მთავარი შეკითხვაა, თუმცა იკვეთება ნიშნები, რომ გადავედით ეტაპზე, როცა წინ გრძელი კონფლიქტი გველის? რამდენად მივალთ იმ წერტილამდე, როცა რუსეთს ომის გაგრძელება ძვირი დაუჯდება?

ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით წავა ეს ომი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთია ჩიხი. მეორე რუსეთის ნელი გამარჯვება. და მესამე, ვერ ვიტყვი რამდენად სავარაუდოა ეს სცენარი, მაგრამ დიდი საბრძოლო დანაყოფის კოლაფსის შესაძლებლობაა. ანუ მასობრივი დანებება, უარის თქმა ბრძოლაზე, აჯანყება, დეზერტირობა და მსგავსი რაღაცეები. ამის ნიშნები აქამდეც იკვეთებოდა. თუ რუსეთი დაკარგავს უნარს, დიდი რაოდენობით საარტილერიო იერიში და ცეცხლი მიიტანოს, მათ დარჩებათ ცუდად გაწვრთნილი და დემორალიზებული ქვეითი ჯარი, ძალიან მცირედი და მოძველებული ჯავშანტექნიკით და შესაძლოა სწორედ ამას მოჰყვეს დანაყოფის კოლაფსი. ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მხარესაც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათ იციან რისთვის იბრძვიან, ეს მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა. რუსი სამხედროებისთვის ეს ასე არ არის.

რუსეთმა რამდენიმე უკრაინული ქალაქი დაიკავა. და კვლავ ემზადებიან კიევზე თავდასხმისთვის. დასავლური შეიარაღების მიღებასთან ერთად რამდენად ხედავთ უკრაინის შესაძლებლობას მოახდინოს, უკრაინული ქალაქების დეოკუპაცია?

ტესტი ხერსონი იქნება, სადაც უკრაინელებს გარკვეული წარმატება ჰქონდათ. აქ, მათ ასევე მიაღწიეს წარმატებებს პარტიზანული სტილის წინააღმდეგობის კუთხით ქალაქის გარშემო და მის შიგნით. და სწორედ აქეთ ცდილობენ უკრაინელები ძალისხმევის მიმართვას. ვნახავთ როგორ წავა ეს მცდელობა. თუმცა, ვფიქრობთ უკრაინელებს ეს შეუძლიათ.

უკრაინელებს რამდენიმე გამოწვევა აქვთ, ერთი დასავლური სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების სწავლაა. დრო სჭირდება ხალხის გაწვრთნას. თან ეს ტექნოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება და რთული მოწყობილობებია. მეორე ისაა, თუ რამდენად შეუძლიათ უკრაინელებს, რომლებიც ამ დრომდე თავდაცვით ომს ომობენ, იერიშზე გადასვლა და თუ აქვთ დიდი თავდასხმითი ოპერაციის კუთხით, საოპერაციო (ოპერირების) უნარები. ეს ჩვენ არ ვიცით. ნებისმიერი სამხედრო მიმომხილველი, როცა უყურებს თუ როგორ იბრძვიან უკრაინელები, ვერ დამალავს გაკვირვებას. თუმცა შეტევა სხვა ტიპის მისიაა, ვიდრე ის , რომელიც ახლა მათ წინაშეა.

როცა უკრაინის კონტრშეტევაზე საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, ამ ომში რა იქნება გამარჯვება უკრაინისთვის? სამხრეთის დაბრუნება, დონბასის დაკავება თუ 24 თებერვლამდე არსებული სიტუაციის დაბრუნება?

ახლო პერსპექტივაში ვფიქრობ ხერსონის გათავისუფლება, სანაპიროს ნაწილის უკან დაბრუნება მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება, მათი შედეგების თვალსაზრისით, როგორიცაა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელება, მაგრამ ასევე უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური სტიმულის კუთხით. და არა მხოლოდ ის, რომ, ეს მათ თავს უკეთ აგრძნობინებს, არამედ, ვფიქრობ, უფრო მეტად გაზრდის დასავლური სამხედრო დახმარების მოცულობას.

უკრაინელი ჯარისკაცები "ჰოვიცერებს" იყენებენ
უკრაინელი ჯარისკაცები "ჰოვიცერებს" იყენებენ

ვფიქრობ რთული, თუმცა არა წარმოუდგენელი მიზანი, რუსების 24 თებერვლის ხაზზე დაბრუნებაა. უკრაინელები საუბრობენ ბოლომდე ბრძოლაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის მთლიანად უკან დაბრუნებაზე და ყირიმზეც კი. ვფიქრობ ეს ბევრად უფრო რთული იქნება, განსაკუთრებით ყირიმის შემთხვევაში. იქ სულ ორი გზა გადის. ამიტომ უკრაინისთვის იქ შეღწევა რთული იქნება.

ვფიქრობ რთული, თუმცა არა წარმოუდგენელი მიზანი, რუსების 24 თებერვლის ხაზზე დაბრუნებაა.

ამ ომის გამოწვევა ისაა, რომ ორ მხარეს სრულად შეუთავსებელი მიზნები აქვს. რუსებს, ჩანს ისევ სურთ მთელი უკრაინის დაკავება, და უკრაინელები კი ამბობენ, რომ უნდათ მათი ტერიტორიის სრულად გათავისუფლება. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება.

ვაშინგტონის პოზიციებზე გადავიდეთ. რამდენად არის ხედვა დღეს შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში თუ კონგრესში, იმისა თუ როგორი უნდა იყოს ამ ომის დასასრული?

ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე და ვფიქრობ, ნათელია ორპარტიული მხარდაჭერა და ერთგულება უკრაინის მიმართ, რომელიც საკმაოდ ძლიერია და რაც გაგრძელდება, მაგრამ შუა ომში ვართ, და ფიქრი თუ როგორ დასრულდება ის, ნაადრევად მეჩვენება, ვფიქრობ, ამ მომენტში ადმინისტრაცია მოწოდებულია განაგრძოს დიდი რაოდენობის დახმარების მიწოდება უკრაინისთვის. რესპუბლიკელები ამას არ ეწინააღმდეგებიან. გარკვეულწილად ხალხი ელოდება, თუ რა შედეგი დადგება ბრძოლის ველზე.

ვაშინგტონმა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებმა გადალახეს ბევრი ხაზი, რომელსაც ისინი ომის დასაწყისში ავლებდნენ. ისინი ახლა უფრო მეტ შეიარაღებას და უფრო მნიშვნელოვან იარაღს აწვდიან უკრაინას. როგორ ფიქრობთ რა განაპირობებს ამ ევოლუციას, ომის მიმდინარეობა თუ ზოგადად ნელი პროცესი დასავლეთში?

აქ რამდენიმე ფაქტორია. ჩვენ უნდა გახსოვდეს მოლოდინები ომის დასაწყისში, როცა ხალხი ფიქრობდა, რომ რუსეთი მოახდენდა უკრაინის ოკუპაციას, და ვიხილავდით პარტიზანულ ომს. დრო დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ტრადიციული ომი იქნებოდა. სამხედროები, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობდნენ ხვდებოდნენ თუ რამდენად წინ იყვნენ ისინი. თუმცა ამერიკისმთავრობა ამას ვერ ხედავდა.

ამასთან, ხალხს ქონდა არასწორი წარმოდგენები რუსულ არმიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოდიოდა. ეს არა მხოლოდ ბევრად პატარა, არამედ ბევრად უარესი ჯარია, ვიდრე საბჭოთა არმია. რუსული ჯარი საშინელ დღეშია. მათ ბევრი საბრძოლო მასალა აქვთ და დაუნდობლები არიან. მათ მიაქვთ შეტევები მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც მათ გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს. თუმცა ეს არის ჯარი, რომელიც შეიძლება დამარცხდეს და უკვე რამდენჯერმე დამარცხდა ამ ომის რამდენიმე დიდ ბრძოლაში. როგორც სამხედრო ისტორიკოსი, ვიტყოდი, რომ ომის განმავლობაში რაღაცეები იცვლება და შენი წარმოდგენებიც იცვლება იმაზე, თუ როგორ მიდის ომი და ეს იყო განმსაზღვრელი [დასავლეთში გადაწყვეტილებების მიღებისას].

როგორ ცვლის, ეს უსაფრთხოების გარემოს ევრაზიაში ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან დაცული ნატოს მეხუთე მუხლით?

ამ ომს უდიდესი შედეგები მოჰყვება და გარკვეულწილად, ეს არის ყველაზე დიდი ცვლილებების მომტანი ომი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, ვიტყოდი, რომ ამ ომმა გამოაცოცხლა ნატო, გამოიწვია მისი გაფართოება, ორი ძალიან წარმატებული წევრის, ფინეთის და შვედეთის მიღებით. . ამ ომმა ნატოში ამერიკის ლიდერობის როლი კიდევ ერთხელ დაადასტურა. გამოააშკარავა რუსეთის სისუსტეები და ასევე აჩვენა მათი ამბიციების რეალური მასშტაბები , რაც რუსეთის იმპერიის აღდგენის სურვილს უკავშირდება ან მისი საზღვრების მაინც.

ნათელია, რომ პერიფერიაზე მყოფი პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ამას ნერვიულად აკვირდებიან, ორ მაგალითს გამოვყოფდი, აზერბაიჯანს და ყაზახეთს. ორივე მათგანი გასაგები მიზეზების გამო ფრთხილობს თუ რას ამბობს რუსეთის შესახებ, თუმცა როცა ყურადღებით დააკვირდები ჩანს, რომ ჩუმად მხარს უკრაინას უჭერენ. და ამას თავისი მიზეზები აქვს. მათ არ უნდათ დაუშვან რუსეთის იმპერიული საზღვრების დაკანონების პრეცენდენტი. შორეულ პერსპექტივაში, ეს მნიშვნელოვანია. ამის გადაჭრას ეს ქვეყნები შესაძლოა სხვადასხვა გზით შეეცადონ, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ქვეყნებთან რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ რუსეთისგან დაიცავს. ყაზახეთის შემთხვევაში ჩინეთთან და აზერბაიჯანის შემთხვევაში თურქეთთან. ამიტომ მომავალი თვეების და წლების განმავლობაში, რეგიონული უსაფრთხოების კუთხით საინტერესო დიპლომატიურ სვლებს ვიხილავთ.

საფრანგეთის და გერმანიის განაცხადებს, ამ ომის დროს ხშირად მოსდევს კრიტიკა, უკრაინისგან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი „არ უნდა დავამციროთ“. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს იმას, რომ ევროპელი მოკავშირეები შედარებით, ასე ვთქვათ, რბილად არიან რუსეთის მიმართ განწყობილნი რიტორიკაში და ასევე მოქმედებების კუთხით?

პირველ რიგში, ბევრი ევროპელი მოკავშირე და განსაკუთრებით ისინი, ვინც რუსეთს ესაზღვრებიან, ძალიან კარგად მოქმედებენ, რადგან მათ კარგად ესმით, როგორია რუსული რეჟიმის ქვეშ ცხოვრება. გარდა ამისა, ზოგიერთი შედარებით შორს მყოფი ქვეყანაც კარგად რეაგირებს, მაგალითად ესპანეთი, რომელიც სამხედრო აღჭურვილობის დიდ რაოდენობას აწვდის უკრაინას.

უკრაინისთვის გაწეული დასავლური დახმარების დეტალები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:08 0:00

საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის მაგალითებს ცალ-ცალკე უნდა შეხედო. ფრანგები კარგად მიდიან წინ სამხედრო სისტემების მიწოდების კუთხით. მათ ბევრი არ აქვთ რომ გასცენ და თუ არ ვცდები, მათ „ცეზარის“ სისტემების, დაახლოებით, მეოთხედი მიაწოდეს უკრაინას. ვფიქრობ საფრანგეთის პოზიციას, მისი პრეზიდენტის თავმომწონეობა ხსნის. ასევე ალბათ მისი სურვილი, რაც საფრანგეთის პრეზიდენტებს ზოგადად ახასიათებთ, რომ მსოფლიო არენაზე სახელმწიფო მოღვაწეები წარმოჩნდნენ. მიამიტურია წარმოდგენა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ოპონენტი არ უნდა დაამცირო. ეს ომია და ხანდახან ომში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად ოპონენტის დამცირებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას თავიდან ვერ აიცილებ.

ხალხს ქონდა არასწორი წარმოდგენები რუსულ არმიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოდიოდა. ეს არა მხოლოდ  ბევრად პატარა, არამედ ბევრად უარესი ჯარია, ვიდრე საბჭოთა არმია.

გერმანია პათოლოგიური შემთხვევაა. დიდწილად, გერმანიის წინდაუხედაობამ მოგვიყვანა აქამდე, როცა ევროპა რუსულ გაზზეა დამოკიდებული. გერმანიამ დაუშვა, რომ რუსეთს მნიშვნელოვანი გავლენები ჰქონოდა და გერმანიაში კორუფციისთვის ხელი შეეწყო. მის სათავეში არის პარტია, რომელიც ყველაზე ცუდია, როცა საქმე რუსეთთან გერმანიის ურთიერთობას ეხება. გერმანია წლების მანძილზე, შეერთებული შტატების მხრიდან მისი თავდაცვის უზრუნველყოფის გზით,

საერთაშორისო პოლიტიკის რეალობიდან თავის შორს დაჭერას ცდილობდა, ფუნდამენტურად, გერმანიამ საკუთარი თავი რეალობას დააშორა და 1930იანების და 40იანების ისტორიას საბაბად იყენებდა, რათა უპასუხისმგებლო ქცევა გაემართლებინა. არ ვფიქრობ რომ ეს შეიცვლება. არ ველი ცვლილებებს გერმანიისგან. ვიხილავთ არასწორ ქცევას კანცლერი შოლცის მხრიდან, არასწორ ნაბიჯებს და დაპირებების უკან წაღებას. თუმცა კარგი ისაა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ სხვების დაყოლიებას და მართალია მათ ძალიან მკაცრად ვაფასებ , მაგრამ გერმანელებმა კარგი რაღაცეებიც გააკეთეს. ისინი ეკონომიკურ დახმარებას აწვდიან უკრაინელებს, უტარებენ წვრთნებს, ცოტა სამხედრო შეიარაღებაც გადასცეს. ამიტომ საქმე სულ უიმედოდ არაა. თუმცა, ბევრი მიზეზით, გერმანიას უბრალოდ არ სურს თვალი გაუსწოროს რეალობას.

მინდა გკითხოთ შეიცვალა თუ არა დღეს რეალურად რუსეთიდან მომავალი საფრთხის აღქმა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ბევრი მოკავშირე აღმოსავლეთის ფლანგზე, პოლონეთი და პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, საქართველო და უკრაინა, წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ დასავლეთს რუსეთის მტრულ განზრახვებზე2008 წლის, 2014 წლის ყირიმის ანექსიის და დონბასის ომის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვიხილეთ ეს ომი? დასავლეთის და ვაშინგტონის შეკავების პოლიტიკამ არ იმუშავა?

საქართველოსთვის საუკეთესო გზა, ვფიქრობ, ევროპაში ინტეგრაციისთვის ყველაფრის გაკეთება და იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს საქართველოს ოკუპაციის შემდგომი მცდელობა.

არ მგონია რომ შესაძლებელი იყო პუტინის შეკავება. ამის მიზეზი ისაა, რომ მას რეალურად, არა ნატოს გაფართოება, არამედ 2014 წლის შემდეგ უკრაინაში განვითარებული მოვლენები და დემოკრატიის რუსეთში გავრცელების შიში აღელვებს.

მეორე მიზეზი, რუსეთის ხედვაა, რომ უნდა იყოს იმპერია და როგორც ზბიგნევ ბრზეჟინსკიმ ერთხელ თქვა, უკრაინის გარეშე რუსეთი იმპერია ვერ იქნება. ამიტომ მოტივაციები რუსეთის მხარეზე ძლიერი იყო და მას კვებავდა სამი არასწორი გათვლა. პირველი, მათ ეგონათ რომ უკრაინელების უმეტესობა რუსეთის იმპერიაში სიხარულით გაწევრიანდებოდა, რაც ძალიან შორს იყო სიმართლისგან. მეორე, დასავლეთს განიხილავდნენ როგორც სუსტს, რამაც ითამაშა როლი და მესამე ასპექტი ვლადიმირ პუტინის სამყაროს აღქმას უკავშირდება ამიტომ ვფიქრობ მისი გადარწმუნება რთული იქნებოდა. კიდევ ერთი არასწორი გათვლა იყო ის, რომ მან არასწორად შეაფასა საკუთარი ქვეყნის სიძლიერე. ის ფიქრობდა, რომ ბევრად უფრო უკეთესი არმია ჰყავდა, ვიდრე რეალურად გამოჩნდა და ეს იმიტომ, რომ მართავს სისტემას, რომელიც ტყუილებზეა დაფუძნებული. Პუტინი ვერ იღებს ინფორმაციას, რადგან მას საკუთარი ქვეშევრდომები ატყუებენ.

ანუ ფიქრობთ, რომ არ არსებობდა შეკავების რეალური შესაძლებლობა?

ერთადერთი რეალური შემაკავებელი იქნებოდა, თუ შეერთებული შტატები და ზოგიერთი სხვა ქვეყანა უკრაინაში ძალებს განალაგებდა და ნათლად იტყოდა, რომ მზად ვიყავით უკრაინისთვის საბრძოლველად, და ეს არ განიხილებოდა.

ხარკივი
ხარკივი

მინდა საქართველოზე გკითხოთ, უკრაინა საქართველოს მთავრობას აქტიურად აკრიტიკებს ამ ომის განმავლობაში სხვა საკითხებთან ერთად რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების გამო. ორივე მხარე ერთმანეთს მწვავედ ესხმის თავს სიტყვიერად. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამავდროულად, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. როგორ ფიქრობთ, თბილისი ისტორიულ შანსს უშვებს ხელიდან?

საქართველოსთვის საუკეთესო გზა, ვფიქრობ, ევროპაში ინტეგრაციისთვის ყველაფრის გაკეთება და იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს საქართველოს ოკუპაციის შემდგომი მცდელობა. ერთი გაკვეთილი [ამ ომიდან] ესაა. უკრაინელებსაც შეეძლოთ მეტი გაეკეთებინათ და უკეთ მომზადებულიყვნენ მსგავსი კონფლიქტისთვის. საქართველომ მშვიდად უნდა ააწყოს კავშირები დასავლეთთან და დაელოდოს მომენტის მომწიფებას. ეს მომენტი შეიძლება მალე დადგეს. რუსეთი შეიძლება ქაოსში აღმოჩნდეს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს თავი განიმტკიცოს ევროპაში და ნატოში. თუმცა საჭიროა უზრუნველყოს, რომ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG