ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შეტევისთვის ემზადება, კიევი ახალ დახმარებას ამერიკისგან იღებს

რუსეთის ჯარი უკრაინის სამხრეთით ახალ შეტევას ამზადებს, ინფორმაციას ამის შესახებ კიევი ავრცელებს. ზელენსკის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთს უკვე მობილიზებული ჰყავს ათიათასობით რუსი სამხედრო რათა იერიში მიიტანონ ქალაქ კრივი რიჰსა და მიკოლაევზე.

მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვმა უკვე დაბომბა დნეპროპეტროვსკის რეგიონი. არესტოვიჩის ინფორმაციით რუსეთს ახალი შეტევისთვის მზად ჰყავს დაახლებით 22 000 სამხედრო, თუმცა კიევი ამბობს, რომ რუსულ ჯარს უკრაინელი სამხედროების „საკმარისად დიდი“ კონტიგენტი დახვდება.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ თქვა, რომ რუსეთმა რეგიონის რამდენიმე ოლქზე საარტილერიო იერიშები მიიტანა, რა დროსაც განადგურდა საცხოვრებელი სახლები.

რა გათვალა კრემლმა არასწორად უკრაინაში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:44 0:00

დღესვე ძლიერი აფეთქებები მოხდა მიკოლაევში, რა დროსაც ოფიციალური ცნობით 2 ადამიანი დაშავდა. მიკოლაევი საპორტო ქალაქია და ის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილია. ქალაქი რუსი სამხედროების მიერ არაერთხელ დაიბომბა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული ომის 5 თვის თავზე, რუსულ იერიშებს 5 327 მშვიდობიანი უკრაინელი შეეწირა, ხოლო 7 000-ზე მეტი დაიჭრა.

რუსული სისასტიკის კვალი - ადამიანური ემოციები

ეს კადრი უკრაინაში პოლტავას რეგიონში, კრემანჩუკის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაღებული. წყვილმა მრავლობითი დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ცენტრი დაბომბა. წყვილი საავადმყოფოში ხელჩაკიდული ზის და ერთმანეთს ამხნევებს.  
1/9 ეს კადრი უკრაინაში პოლტავას რეგიონში, კრემანჩუკის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაღებული. წყვილმა მრავლობითი დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ცენტრი დაბომბა. წყვილი საავადმყოფოში ხელჩაკიდული ზის და ერთმანეთს ამხნევებს.  
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
ეს კადრი ქალაქ ჩასივ იარშია გადაღებული, დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ადგილობრივები სამაშველო სამსახურის მუშაობას ადევნებენ თვალს და ელიან მაშველების პასუხს საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც ნანგრევებში არიან მოქცეული.
2/9 ეს კადრი ქალაქ ჩასივ იარშია გადაღებული, დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ადგილობრივები სამაშველო სამსახურის მუშაობას ადევნებენ თვალს და ელიან მაშველების პასუხს საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც ნანგრევებში არიან მოქცეული.
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
ეს შემზარავი ფოტო კოსტიანტინივკაში 9 ივლისს არის გადაღებული რუსული დაბომბვის შემდეგ. კადრში ჩანს 45 წლის ოქსანა კაზალსკა, რომელიც მისი დაბომბვის დროს დაღუპული დედამთილის, 75 წლის ალა სოჩენკოს ცხედართან დგას. &nbsp;საცხოვრებელი სახლის გარეთ კი მისი ქალიშვილი იცდის. &nbsp;<br />
&nbsp;
3/9 ეს შემზარავი ფოტო კოსტიანტინივკაში 9 ივლისს არის გადაღებული რუსული დაბომბვის შემდეგ. კადრში ჩანს 45 წლის ოქსანა კაზალსკა, რომელიც მისი დაბომბვის დროს დაღუპული დედამთილის, 75 წლის ალა სოჩენკოს ცხედართან დგას.  საცხოვრებელი სახლის გარეთ კი მისი ქალიშვილი იცდის.  
 
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
85 წლის ზიანიდა კლიმოვას ემოცია &ldquo;როიტერის&rdquo; ფოტოგრაფებმა კადრზე 19 ივლისს აღბეჭდეს, მაშინ როცა კრამარტოსკში, რუსმა სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ შენობებზე მიიტანეს. კლიმოვა რუსულ იერიშს გადაურჩა თუმცა უსახლკაროდ დარჩა. &nbsp;
4/9 85 წლის ზიანიდა კლიმოვას ემოცია “როიტერის” ფოტოგრაფებმა კადრზე 19 ივლისს აღბეჭდეს, მაშინ როცა კრამარტოსკში, რუსმა სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ შენობებზე მიიტანეს. კლიმოვა რუსულ იერიშს გადაურჩა თუმცა უსახლკაროდ დარჩა.  
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
ეს კადრი სლოვიანსკიდან არის. 51 წლის სერგეი ვესელი, რუსული დაბომბვის დროს მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაჰყავთ და მანქანაში საკუთარ მეუღლეს ესაუბრება. კადრი 5 ივლისით თარიღდება.&nbsp;&nbsp;
5/9 ეს კადრი სლოვიანსკიდან არის. 51 წლის სერგეი ვესელი, რუსული დაბომბვის დროს მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაჰყავთ და მანქანაში საკუთარ მეუღლეს ესაუბრება. კადრი 5 ივლისით თარიღდება.  
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
ეს ფოტო ქალაქ კოსტიანტინივკაშია გადაღებული. 58 წლის ლენა საკუთარ ძაღლს დასტირის, რომელიც რუსულ ბომბებს შეეწირა. ფოტო 9 ივლისით თარიღდება. &nbsp;
6/9 ეს ფოტო ქალაქ კოსტიანტინივკაშია გადაღებული. 58 წლის ლენა საკუთარ ძაღლს დასტირის, რომელიც რუსულ ბომბებს შეეწირა. ფოტო 9 ივლისით თარიღდება.  
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
ეს ფოტო ხარკივშია გადაღებული, მაშინ როცა 85 წლის ანა სტანოვკაიამ გაიგო მეუღლის დაღუპვის შესახებ.&nbsp; ამ დღეს რუსებმა ხარკივში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს.&nbsp; ფოტო 27 ივლისს არის გადაღებული.&nbsp;&nbsp;
7/9 ეს ფოტო ხარკივშია გადაღებული, მაშინ როცა 85 წლის ანა სტანოვკაიამ გაიგო მეუღლის დაღუპვის შესახებ.  ამ დღეს რუსებმა ხარკივში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს.  ფოტო 27 ივლისს არის გადაღებული.  
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
ეს კადრი ხარკივშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს მაშველი, რომელიც რუსული დაბომბვის დროს დაღუპულის ცხედრის გადატანას ცდილობს. მამაკაცი აივანზე იპოვეს გარდაცვლილი. ფოტო 11 ივლისს არის გადაღებული.&nbsp;&nbsp;<br />
&nbsp;
8/9 ეს კადრი ხარკივშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს მაშველი, რომელიც რუსული დაბომბვის დროს დაღუპულის ცხედრის გადატანას ცდილობს. მამაკაცი აივანზე იპოვეს გარდაცვლილი. ფოტო 11 ივლისს არის გადაღებული.  
 
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
ამ ფოტოზე უფრო ფართო კადრით დაინახავთ რუსული ჯარის სისასტიკეს. &nbsp;კადრი ხარკივის რაიონში, ჩრდილოეთ სალტივკაშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს თითქმის სრულად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაბომბვის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ფოტო 17 ივლისით თარიღდება. &nbsp;<br />
&nbsp;
9/9 ამ ფოტოზე უფრო ფართო კადრით დაინახავთ რუსული ჯარის სისასტიკეს.  კადრი ხარკივის რაიონში, ჩრდილოეთ სალტივკაშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს თითქმის სრულად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაბომბვის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ფოტო 17 ივლისით თარიღდება.  
 
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
Previous slide
Next slide

მაშინ როცა რუსეთი ახალი იერიშებისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი, 550 მილიონი დოლარის ოდენობის, სხვადასხვა მოწინავე სამხედრო შეიარაღებას ითვალისწინებს.

ახალი დახმარებით უკრაინა ამერიკული ჰაიმარსებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას მიიღებს, ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ადასტურებს.

ჰაიმარსები უკრაინის ჯარის შესაძლებლობებს ზრდის, რადგან მას დიდი დიაპაზონი აქვს და უფრო ზუსტი და ეფექტურია ვიდრე საბჭოთა ჯარის დროინდელი საარტილერიო საშუალებები. მას შემდეგ რაც ამერიკამ უკრაინას ჰაიმარსები გადასცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება უკრაინის სასარგლებლოდ შეიცვალა.

პენტაგონი ამბობს, რომ უკრაინისთვის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მუშაობა გრძელდება. ახალი დახმარების შესახებ ამერიკელ და უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის სატელეფონო საუბარი 1 აგვისტოს გაიმართა.

XS
SM
MD
LG