ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში რელიგიური დღესასწაული მსხვერპლით დასრულდა


პანიკის შედეგად რვა მცირეწლოვანი ბავშვი და ცხრა ქალი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთში რელიგიური ფესტივალის დროს პანიკის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი ორშაბათს ქალაქ პატნაში მოხდა, როდესაც ათასობით ჰინდუს რელიგიის მიმდევარი სადღესასწაულო რიტუალის შესასრულებლად მდინარე განგის ნაპირთან შეიკრიბა.

პოლიციის განცხადებით, ბამბუკის ხიდზე მდგარ მლოცველებს შორის პანიკა ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია, რის შედეგადაც რვა მცირეწლოვანი ბავშვი და ცხრა ქალი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ინდოეთში რელიგიური ფესტივალების დროს მსგავსი ინციდენტები ძალზე ხშირია. სექტემბერში პანიკამ ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG