ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელი იაპონელ აქტივისტს ინდოეთში ჩასვლას უკრძალავს


ინდოეთის მთავრობამ იაპონელ აქტივისტს ვიზა გაუუქმა, რომელიც ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ მიმართული სიტყვით უნდა გამოსულიყო კონფერენციაზე. ფორუმი იაპონიის ფუკუშიმას რეაქტორის ტრაგედიიდან ერთი წლისთავს აღნიშნავს.

ინდოეთი აცხადებს, რომ მაია კობაიაშისთვის ვიზის გაუქმება იმის გამო მოხდა, რომ მან სავიზო განხცადებაში ვიზიტისთვის სხვა მიზეზი ჩაწერა.

ქალბატონი კობაიაშის სპონსორი ორგანიზაცია „გრინპის ინდოეთი“ აცხადებს, რომ მისთვის ვიზაზე უარის თქმა იმას უკავშირდება, რომ მას კონფერენციაზე ინდოეთის ტამილ ნადუს შტატში მდებარე ბირთვულ რეაქტორზე უნდა ესაუბრა, რომელიც გარემოს დაცვის აქტივისტების აზრით დაუცველია და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის.

XS
SM
MD
LG