ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზარდარი ინდოეთს ეწვია


ორ ბირთვულ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2008 წლის მუმბაიში თავდასხმების შემდეგ დაიძაბა.

პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ინდოეთში ჩავიდა, სადაც ნიუ-დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მანმოჰან სინგჰს შეხვდა. 2005 წლის შემდეგ ეს ინდოეთში პაკისტანის ლიდერის პირველი ვიზიტია. ბატონმა ზარდარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი რაც ორივე ქვეყანას აწუხებს. ასევე, ზარდარის თქმით, ამჯერად პაკისტანში ინდოეთის ლიდერი ჩავა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სინგჰმა აღნიშნა, პაკისტანმა და ინდოეთმა ყველა სადავო საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაჭრან. ორ ბირთვულ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2008 წლის მუმბაიში თავდასხმების შემდეგ დაიძაბა, რაშიც ინდოეთმა პაკისტანელი ისლამისტები დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG