ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გატაცებები ინოდოეთში


გასულ კვირას მაოისტებმა ორი იტალიელი გაიტაცეს.

ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მაოისტმა მეამბოხეებმა ორისას შტატში პარლამენტის წევრი გაიტაცეს. თვითმხილველების თქმით, ჯინა ჰიკაკა საკუთარი მანქანიდან შიარაღებულმა მეამბოხეებმა ძალით გადმოიყვანეს, საკუთარ მანქანში ჩასვეს და ადგილიდან მიიმალნენ.

გასულ კვირას, იმავე ქალაქში მათ ორი იტალიელი გაიტაცეს. პოლიციამ ჰიკაკას მანქანაში ფურცელი იპოვა, რომელზეც 13 მოთხოვნა იყო ჩამოთვლილი იმისთვის, რომ მეამბოხეებმა იტალიელები გაათავისუფლონ.

მაოისტი მეამბოხეები ინდოეთის 20 შტატში აწარმოებენ დანაშაულებრივ საქმიანობას. ისინი ინდოეთის მთავრობამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან შიდა საფრთხედ აღიარა.

XS
SM
MD
LG