ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩი" ავღანეთში ჩადენილ ომის დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს


“ჰუმან რაითს ვოჩ” აცხადებს, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ მხარდაჭერილმა ავღანურმა გასამხედროებულმა ძალებმა “მასობრივი სიკვდილით დასჯები და სხვა მძიმე დარღვევები პასუხისგების გარეშე ჩაიდინა”. - ამაში შედიოდა გასამართლების გარეშე მკვლელობები, ძალადობრივი გაუჩინარებები და სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში “ჰუმან რაითს ვოჩმა” ავღანეთის მთავრობას მოუწოდა დაუყოვნებლივ დაშალოს ყველა პრო-სამთავრობო გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც “ჩვეულებრივი სამხედრო სარდლობის სისტემის” გარეთ მოქმედებს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს “ავღანეთის უსაფრთხოების ძალების არასწორი საქციელის შესახებ ყველა ბრალდება მიუკერძოებლად გამოიძიოს” და “დაიწყოს სასამართლო დევნა მათ წინააღმდეგ, ვინც “ომის დანაშაულზე და ადამიანის სხვა უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი.”

ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა დარღვევებში ჩართული “ნებისმიერი ამერიკული პერსონალის საქმე უნდა გამოიძიოს” და “შეწყვიტოს დახმარება ავღანური ძალების მიმართ, რომელიც სერიოზულ დარღვევებზეა პასუხისმგებელი.”

შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო “ჰუმან რაითს ვოჩის” ანგარიშს არ დაეთანხმა და აცხადებს, რომ ავღანური უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ გამოთქმული ბევრი ბრალდება “სავარაუდოდ ყალბი ან გაზვიადებული” იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG