ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას


კენეტ როთი
კენეტ როთი

უფლებადამცველმა ჯგუფებმა შეშფოთება გამოთქვეს ამერიკის შეერთებული შტატების გადააწყვეტილებასთან დაკავშირებით, დატოვოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო. მათი განცხადებით, სხვა ქვეყნების მონაწილეობით უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ გლობალურ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ გრძელდება. არაერთი მხარის განცხადებით, აშშ-ის ეს ზომა დღევანდელ ადმინისტრაციას უკავშირდება და დროებითია.

გადაწყვეტილება ამასთან, მოულოდნელი არ ყოფილა. ვაშინგტონმა ერთი წლის წინ გაფრთხილება გააკეთა, რომ საბჭოდან გავიდოდა, თუ ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებული პრაქტიკა გაგრძელდებოდა. უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ჰუმან რაითს ვოჩმა ეს კრიტიკა უარყო. მისმა პრეზიდენტმა კენეტ როთმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგად იმუშავა ჩრდილოეთ კორეასთან, სამხრეთ სუდანთან, ბირმასა და სირიასთან მიმართებით. და რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელზეა კონცენტრირებული და ისრაელის მოქმედებების კრიტიკის შესახებ გამოხმაურებების განეიტრალებას ისახავს მიზნად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG