ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები პანდემიის დროს - როგორია მსოფლიო გამოცდილება


კორონავირუსის პანდემიამ, მსოფლიოს მასშტაბით, 2020 წელს სხვადასხვა დონეზე დაგეგმილი ასობით არჩევნები ჩაშალა. „საარჩევნო სისტემათა საერთაშორიოსო ფონდის" მონაცემებით, სამოცზე მეტმა ქვეყანამ არჩევნები პანდემიის გამო გადადო. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, სადაც არჩევნები პანდემიის მიუხედავად არ გადადებულა და არც გაუქმებულა.

ამერიკის „საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს“ ანგარიშში, თავმოყრილია განსხვავებულ გამოცდილებათა მთელი რიგი, - რა გზას მიმართეს ქვეყნებმა, დაგეგმილი არჩევნების ჩასატარებლად.

ქვეყნებში, სადაც კენჭისყრა არ გადადებულა, ამომრჩეველთა და საარჩევნო უბნებზე დასაქმებულ ადამიანთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ნაბიჯები გადადგეს. თუმცა, არჩევნების დაგეგმვა, წინასაარჩევნო კამპანიის გამართვა და კენჭისყრის ჩატარება ისე, რომ ჯანდაცვის ისტორიული გამოწვევის პირობებში ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენო, რთულია.

სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, რისკების შესამცირებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. მათ შორისაა, დამატებითი ფინანსების მოძიება უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად. ასევე, მუშაობა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა.

თუმცა, არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც პანდემიის დროს გამართული არჩევნების შემთხვევაში იჩენს თავს - ლეგიტიმურობა. ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე ირკვევა, რომ პანდემიის ფონზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, მოქლაქებს შორის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კითხვებს აჩენს. ასევე, შეშფოთება გამოითქმება კენჭისყრის პროცესთან დაკავშირიებული ინფიცირების შემთხვევების თაობაზე.

გამოიწვია თუ არა არჩევნებმა ინფიცირების მომატება?

„საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს“ ანგარიში აჩვენებს, რომ გამოცდილება სხვადასხვაგვარია. სწორედ ამიტომ, რთულია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რამდენად დიდი ფაქტორი შეიძლება იყოს ინფიცირების რაოდენობის მატებაში, კენჭისყრის პროცესი.

დაკვირვება აჩვენებს, რომ რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ კვირებში, ინფიცირების მაჩვენებლმა იმატა. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა სხვა გარემოებები ყოფილიყო. მაგალითად, შეზღუდვების შემსუბუქება ან საზღვრების გახსნა.

საუკეთესო მაგალითები

ოფიციალურმა სეულმა, კენჭისყრის პროცეისთვის მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ექსპრეტების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სამხრეთ კორეამ, აჩევნები აპრილში გამართა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებული ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. საგულისხმოა, რომ არჩევნები კორონავირუსის გამო, ეროვნული მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფონზე გაიმართა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, აპრილში, ასევე არ გამოვლენილა უისკონსინში გამართულ პრაიმერთან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევები.

პანდემიის დროს გამართული არჩევნების გამოცდილებით, ჯანდაცვის ექპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ კენჭოსყრის ადგილებში ვირუსის გადაცემის რისკი მცირდება, თუ საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იქნება სოციალური დისტანცია, ვენტილაცია, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, ადამიანები კი მხოლოდ პირბადეეებით იქნებიან დაშვებულნი.

უსაფრთხოების რა ზომებს მიმართეს ქვეყნებმა?

  • პირბადის აუცილებლობა - IFES-ის კვლევა აჩვენებს, რომ სახელმწიფოთა უმეტესობაში, ამომრჩევლები ვალდებულნი იყვნენ, კნჭისყრის დროს პირბადე ჰკეთებოდათ.
  • ტემპერატურის შემოწმება - სამხრეთ კორეაში, აპრილში გამართულ არჩევნებზე, 1992 წლის შემდეგ, ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა მივიდა - 66%, რაც დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია. ხმის მიცემამდე, თითოეულ მათგანს შეუმოწმეს ტემპერატურა და ხელის სანიტარულ-ჰიგიენური საშუალება მისხცეს. ამომრჩევლებს, ვისაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდებოდა, ხმის მიცემა განცალკავებულ ადგილზე შეეძლოთ.
  • სოციალური დისტანცია - ქვეყნები, მაგალითად როგორციაა მონღოლეთი და სერბეთი, ამომრჩევლებისგან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანციის დაცვას ითხოვდნენ.
  • კენჭისყრის ადგილების დეზინფექცია - მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნებზე იმ საგნების ხშირი დეზინფექცია, რასთანაც ამომრჩევლებს ხშირი შეხება აქვთ.
  • უარი საზიარო ნივთებზე - საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა, ამომრჩევლებს მოუწოდეს, არჩევნებზე საკუთარი კალმებით წასულიყვნენ.
  • კენჭისყრის საათების გადანაწილება - საარჩევნო უბანზე ერთდროულად მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირება, ვირუსით ინფიცირების შესაძლებლობას ამცირებს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაშიი, გაზარდეს საარჩევნო უბნების რაოდენობა, ან შესაძლებელი გახადეს ნაადრევი ხმის მიცემა. ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში, გაახანგრძლივეს საარჩევნო დღე, კენჭისყრის საათები. სინგაპურში, ამომრჩევლებს 2-საათიანი ფანჯრები მისცეს, რომლის დროსაც ისინი საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემას შეძლებდნენ.
  • საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ალტერნატივა - ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ავსტრალიამ, ამომრჩევლებს საშუალება მისცა ხმა ფოსტის საშუალებით მიეცათ. ფოსტით ხმის მიცემის საშუალება აქვს ამერიკელ ამომრჩეველსაც. ამასთან, ექსპერტები რეკომენდაციას არ უწევენ ონლაინ ხმის მიცემას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.
  • სპეციალური პროცედურები კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის - ხორვატიასა და საფრანგეთში, ნდობით აღჭურვილ პირებს უფლება მისცეს, რომ მათ ხმა მიეცათ იზოლაციაში მყოფი, კოვიდ-19-ით ინფიცრებული ადამიანების ნაცვლად. ზოგიერთ ქვეყანაში, ინფიცირებულ პააციენტებს, საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალურად აღჭურვილი წარმომადგენლები და სამედიცინო პირები სტუმრობდნენ. სინგაპურში, მაღალის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ხმის მიცემა დილაადრიანად შეეძლოთ.

ეს არის რვა ძირითადი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნებმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგეს. თუმცა, ამ ზომების მიღება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

სამხრეთ კორეას, აპრილში, უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფილი არჩევნების ჩატარება, დამატებით 16 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა მაგალითად ინდონეზია და უკრაინა, პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების მისაღებად, ათობით მილიონი დოლარი დახარჯეს.

აშშ-ში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაციიის, „ბერნანის ცენტრი სამართლიანობისთვის“ კვლევის მიხედვით, მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, ამერიკაში ჩატარებული და დაგეგმილი არჩევნების უსაფრთხოების და დაცულობის უზრუნველყოფა, დამატებით 4 მილიარდამდე ამერიკული დოლარი ჯდება.

მთავარი შეშფოთება

ექსპერტების მოსაზრებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი, პანდემიის დროს ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეიძლება იყოს. ამიტომ, ოფიციალურმა პირებმა, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება, რა ზომებია მიღებული უსაფრთხოებისთვის და კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული, რა წესები მოქმედებს.

კვლევები აჩვენებს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ზოგიერთ ქვეყანაში, კენჭოსყრის პროცესში მონაწილეობა გაცილებით ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო. ასე მოხდა, მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. ორივე შემთხვევაში, არჩევნებამდე, ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. თუმცა, პირიქით მოხდა სამხრეთ კორეისა და ბურუნდის შემთხვევაში.

კიდევ ერთი საზრუნავი: საარჩევნო უბნებზე მომუშავეთა ნაწილი, მაღალი რისკის გამო, არჩევნებზე მუშაობისგან თავს შეიკავებს. მაგალითად, აშშ-ში საარჩევნო უბნებზე მომუშავე ადამიანთა დიდი ნაწილი 60 წელზე მეტი ასაკისაა. ეს ასაკობრივი ჯგუფი, მაღალის რისკის ქვეშაა. ამიტომ, არსებობს საშიშროება, რომ საარჩევნო უბნებზე მომუშავეთა დეფიციტი შექიმნას.

გარდა ამისა, საარჩევნო სისტემებში ცვლილებებმა შესაძლოა კენჭისყრის პროცესში დარღვევები და შეფერხებები გამოიწვიოს.

პოლონეთმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გადადო და მკვეთრად გაზარდა ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის მასშტაბები. თუმცა, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ ბიულეტინები დროულად ვერ მიიღეს.

გამიზნული დეზინფორმაცია და სწორი ინფორმაციის გავრცელების გზები

ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ აშშ-ის ზოგიერთ შტატში, სადაც წელს არჩევნები უკვე გაიმართა, ტექნოლოგიური საკითხები და განახლებული პროცესები დაბნეულობას იწვევდა. ათასობით ამომრჩეველი, მათ შორის ვაშინგტონში, ჯორჯიაში და უინსკონსინში აცხადებდა, რომ ფოსტით ბიულეტენი არ მიუღიათ, ან საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ. ხმის მიცემის ახალი აპარატები გაუმართავად მუშაობდა, ან საარჩევნო უბანზე დასაქმებულები, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის ჯეროვნად არ იყვნენ მომზადებული. აშშ-ის „საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო“ კვლევაში ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ თუ მსგავსი პრობლემები განმეროდება, ამან შესაძლოა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას.

არჩევნების შედეგების დათვლის დაგვიანება, შესაძლოა, პანდემიის თანამდევი კიდევ ერთი პრობლემა იყოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შედეგები შესაძლოა, ჩვეულებრივზე გვიან გახდეს ცნობილი, რაც ამომრჩევლებში, კენჭისყრის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის მიზეზი გახდეს. ამის გამო, პროცესის დამაჯერებლობა, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ პოლიტიკურმა ფიგურებმა, ან პარტიებმაც.

ქვეყნებმა კი, რომლთა მიზანი დემოკრატიის გაძლიერება არ არის, როგორიცაა მაგალითად რუსეთი ან ჩინეთი, შესაძლოა დამატებითი სირთულეების გასაჩენად დეზინფორმაციას მიმართონ. მაგალითად, ამომრჩევლებს შორის, მცდარი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ თითქოს მათ ხმის მიცემა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეუძლიათ, ან საარჩევნო უბანი, რომელზეც მათ ხმა უნდა მისცენ, პანდემიის გამო დახურულია.

მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად, როგორიც შეიძლება იყოს განზრახ ან უნებლიედ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, სამხრეთ კორეამ საგანგებო ზომებს მიმართა. ოფიციალური სეულის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ფართო საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ადამიანებს კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის ხილვა ყველგან შეეძლოთ, მათ შორის ქუჩაში და საკუთარ ტელეფონებში, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

სერბეთმა, ინსტრუქციები 9 გაზეთში გამოაქვეყნა. ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდებოდა საზოგადოებირვი მაუწყებლის და კიდევ 30 რადიოს საშუალებით. ასევე სოციალურ ქსელებში, „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“.

როგორ ემზადება აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. თუმცა, კენჭისყრის პროცედურებს შტატები ადგილობრივ დონეზე განსაზღვრავენ. ადგილობრივი მთავრობების გადაწყვეტილებით, მრავალმა შტატმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის მასშტაბები გააფართოვა. მიზანი, საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის დაგროვების თავიდან აცილებაა. რამდენიმე შტატი, მათ შორის ინდიანა და ტეხასი, ამომრჩევლისგან ითხოვს არგუმენტს, თუ რატომ უნდა მას ხმა ფოსტის საშუალებით მისცეს. ეს იმ ფონზე, როცა ზოგიერთი შტატი, როგორიცაა მაგალითად კალიფორნია და კოლორადო, ამომრჩევლებს ბიულეტენებს ავტომატურად უგზავნის. ზოგიერთ შტატში, ამომრჩეველს ხმის მიცემა ქუჩაში დამონტაჟებული, სპეციალურად დაცული ყუთის საშუალებით შეუძლია.

იმ ამომრჩევლებისთვის, ვისაც ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე სურთ, შტატები ნაადრევი კენჭისყრის გზას მიმართავს. ნაადრევი ხმის მიცემის პრაქტიკა აშშ-ში პანდემიამდეც არსებობდა, თუმცა პანდემიის ფონზე, ნაადრევად ხმის მიცემის მსურველ ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი და რეკორდულ მასშტაბებს აღწევს.

გარდა ამისა, შტატებში, საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილია პირბადეებით, ხელთათმანებით, ხელის სანიტარულ-ჰიგიენური და ნივთების სადეზინფექციო საშუალებებით. ფედერალურმა მთავრობამ, ამისთვის შტატებს 400 მილიონი დოლარი გამოუყო.

რას გეგმავს საქართველოს მთავრობა?

ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, ქართული საზოგადოების ნაწილი არჩევნების გადადების შესაძლებლობაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში გაიმართება. გახარია აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩევლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალიურად იქნება დაცული. ის წესების დაცვისკენ მოუწოდებს მოსახლეობასა და პოლიტიკურ ფიგურებს.

კენჭისყრის პროცესში საარჩევნო უბნების უსაფრთხოებაზე საუბრობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძეც. მისი თქმით, საფრთხის შემცველი, მეტწილად, საარჩევნო კამპანიაა და არა თავად ხმის მიცემის პროცესი.

თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მიერ, არჩევნებში ხმის მიცემის პროტოკოლზე საუბრობს. ცესკოს სპიკერის თქმით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან, გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ. მათ მიერ მიცემული ხმებს კი ცესკო ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში დაითვლის. ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე განმარტავს, რომ სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი შესაბამისი ეკიპირებით იქნება აღჭურვილი - ერთჯერათი ხალათებით, ნიღბებით, ხელთათმანებით, დამცავი ფარებითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG