ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტის შექმნას უყრის კენჭს


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის მიერ გამოქვეყნებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საკითხს ახალი კომიტეტი გამოიძიებს, რომელსაც 13 წევრი ეყოლება და მოწმეების სავალდებულო წესით გამოცხადების მოთხოვნის უფლება ექნება.

კანონპროექტს კენჭს მომავალ კვირას უყრიან. ამ დრომდე კონგრესში ორი პარტიის წარმომადგენლები, ვერ თანხმდებიან 6 იანვრის მოვლენების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი პანელის შექმნაზე. რესპუბლიკელებმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. მათ სურთ 6 იანვრის მოვლენებს აღარ დაუბრუდნენ, თუმცა დემოკრატები აცხადებენ, რომ შეკითხვებზე პასუხი არ აქვთ.

წინადადების მიხედვით, ახალ, პარტიული ნიშნით დაყოფილ კომიტეტში, პელოსის მიერ დანიშნული რვა წევრი იქნება, ხუთი წევრი კი რესპუბლიკელთა ლიდერ კევინ მაკარტისთან “კონსულტაციის შემდეგ” აირჩევა. პელოსის დახმარე ამბობს, რომ სპიკერი თავის დანიშნულ წევრებში რესპუბლიკელის ჩართვაზე ფიქრობს, რაც პარტიული ნიშნით დაყოფას 7-6 - მდე მიიყვანს.

ბევრ რესპუბლიკელს ასეთი ერთპარტიული გამოძიება აშფოთებდა, რადგან სავარაუდოა, რომ დემოკრატების უმრავლესობა ტრამპის და მემარჯვენე ფრთის ჯგუფების როლის გამოძიებას ეცდება.

გასულ თვეში, წარმომადგენელთა პალატაში, თითქმის სამმა ათეულმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა დამოუკიდებელი პანელის შექმნას, რომელშიც ორი პარტიიდან წევრების თანაბარი რაოდენობა იქნებოდა. თუმცა, სენატში ამ კანონპროექტს მხარი შვიდმა რესპუბლიკელმა დაუჭირა და მის გასვლას 3 რესპუბლიკელის ხმა დააკლდათ.

პელოსის ინიციატივის მიხედვით, ახალ შერჩეულ კომიტეტს მოწმეების გამოძახების უფლება ენიჭება და მისი მუშაობის დასრულების ვადა განსაზღვრული არ იქნება. პანელს შუალედური ანგარიშების გამოქვეყნება შეეძლება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ამ საკანონმდებლო ინიციატივაში ტრამპის შესახებ პირდაპირი მინიშნება არ არის. თუმცა, “აშშ-ს კაპიტოლიუმის კომპლექსზე შიდა ტერორისტული თავდასხმის” გამოძიებასთან ერთად, პანელმა უნდა შეისწავლოს “გავლენის მომხდენი ფაქტორები, რამაც კონსტიტუციურ პროცესში ჩართულ, ამერიკულ წარმომადგენლობით დემოკრატიაზე ასეთი თავდასხმის წაქეზება გამოიწვია.”

XS
SM
MD
LG