ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა მალერის სრულ ანგარიშს ითხოვს


წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მოითხოვოს სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის სრული დასკვნა და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. გასულ კვირას მალერმა გამოძიება დაასრულა და ის იუსტიციის დეპარტამენტს - გენერალურ პროკურორს გადაუგზავნა, პროკურორმა ამ დასკვნის მხოლოდ 4-გვერდიანი შეჯამება გაასაჯაროვა და გადაუგზავნა კონგრესს. კონგრესის წევრების ნაწილი სრული ანგარიშის გადაცემას ითხოვდა.

კომიტეტმა ტრამპთან დაახლოებული პირების სავალდებულო გამოცხადების მოთხოვნაც გასცა, მათ შორისო ყოფილი პრეს-სპიკერის, ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ყოფილი მრჩეველისა და სხვების.

"კომიტეტი ითხოვს სრულ ანგარიშსა და მტკიცებულებებს, რადგან ეს ჩვენი განსასაზღვრი და გასაწყვეტია გამოუყენა თუ არა ძალაუფლება ბოროტად პრეზიდენტმა ტრამპმა, და არა გენერალური პროკურორის", - ამბობს ჯერალდ ნადლერი, კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG