ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა ეკონომიკის სტიმულირების კიდევ ერთ პაკეტს უყრის კენჭს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 1.9 ტრილიონი დოლარის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს სავარაუდოდ დღესვე დაამტკიცებს. ეს ჯო ბაიდენის პირველი საკანონმდებლო გამარჯვება იქნება.

თუმცა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება - მინიმალური ხელფასის 15 დოლარამდე გაზრდის ინიციატივა - ამ ეტაპზე, გვერდზე გადაიდო. პანდემიის დროს მცირე ბიზნესები ისედაც ძლიერ დაზარალდა. სპეციალისტების აზრით, მინიმალური ხელფასის გაზრდა ახლა მათ ამუშავებას ხელს ძალიან შეუშლის.

მოელოდნენ, რომ ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტს ხანგრძლივი და ცხარე დებატები მოჰყვებოდა. პაკეტს რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, მთავრობის ხარჯების ზრდის გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტების გამო.

ახალი პაკეტი ახალი კორონავირუსის პანდემიის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებულ ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად. კოვიდ-19-მა შეერთებულ შტატებში 500 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა.

პაკეტი ითვალისწინებს ოჯახების, მცირე ბიზნესებისა და შტატის და ადგილობრივი მთავრობისთვის, ახალი, გადაუდებელი დახმარების გამოყოფას.

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც 221 დემოკრატია და 211 რესპუბლიკელი, სპიკერ ნენსი პელოსის იმედი აქვს, რომ მისი პარტიის წევრები სრული შემადგენლობით დაუჭერენ კანონპროექტს მხარს. დამტკიცების შემთხვევაში, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი განსახილველად სენატს გადაეგზავნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG