ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მხარდამჭერებს კაპიტოლიუმი აფეთქების სურვილი აქვთ - შიდა ტერორიზმის საქმე


"შიდა ტერორიზმის" საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მომხრეებს, რომლებმაც 6 იანვარს იერიში მიიტანეს კაპიტოლიუმზე, სურვილი აქვთ ააფეთქონ შენობა და ამ გზით მოკლან რაც შეიძლება მეტი კონგრესმენი და თავად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

სამართალდამცავების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრემისტების მიზანია, თავდასხმა შენობაზე მაშინ განახორციელონ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირველად მიმართავს მოსახლეობას კონგრესიდან, ორივე პალატის გაერთიანებული სხდომის ტრიბუნიდან. ამ დროს შენობაში, როგორც წესი ყველა კანონმდებელი, მოქმედი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი და მიწვეული სტუმრები იმყოფებიან.

იოგანდა პიტმანი აცხადებს, რომ სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზეა მიღებული უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები. 6 იანვრიდან მოყოლებული კაპიტოლიუმთან მისასვლელი ყველა გზა რკინის კონსტრუქციებით არის გარშემორტყმული. ჯებირებს მიღმა ვითარებას კი ეროვნული გვარდიის ათასობით წარმომადგენელი აკონტროლებს.

კაპიტოლიუმის დაცვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ არსებული უსაფრთხოების ზომები გონივრული და საჭიროა. პიტმანს მიაჩნია, რომ საფრთხის არსებობამდე ეს ვითარება უნდა შენარჩუნდეს.

შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს ისიც, რომ ამ დრომდე მედიის წარმომადგენლებმა არ იციან, თუ როდის წარმოთქვამს ბაიდენი ე.წ. ერისადმი მიმართვის სიტყვას. ცნობილია, რომ ტრადიციულად პრეზიდენტები კონგრესის წინაშე ყოველი წლის დასაწყისში გამოდიან.

მარტის შუა რიცხვებამდე ვაშინგტონში ვითარებას, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, ეროვნული გვარდიის 5000 წარმომადგენელი აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა კაპიტოლიუმზე 6 იანვარს მოხდა, მაშინ როცა კონგრესში ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოო სერტიფიცირება ხდებოდა. თეთრ სახლთან გამართული აქციის შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებმა შტურმით აიღეს კონგრესის შენობა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის ეძებდნენ. მათ დაარბიეს შენობის დიდი ნაწილი, ასევე იერიში მიიტანეს კაპიტოლის წინ განთავსებულ საინაუგურაციო სცენაზე, სადაც 14 დღეში ინაუგურაცია გაიმართა.

მიკსი: დემოკრატია შეერთებულ შტატებში მაინც გაიმარჯვებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:16:59 0:00

კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების მიერ განხორციელებული შტურმის დროს 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის პოლიციელიც იყო და აქციის მონაწილეებიც. ამ დროისთვის 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, გამოძიების ფედერალური ბიურო ამ დრომდე ეძებს ათობით ადამიანს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისტორიაში პირველად წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა, სენატში კი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მეორედაც ჩავარდა, რადგან რესპუბლიკური პარტიის წევრთა უმრავლესობამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG