გაი ჯენკინს-ბასი აივით ინფიცირებული ათწლეულების მანძილზეა. მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაშიც ანტი-რეტროვირუსული მედიკამენტი ეხმარება. პაციენტი, ვაშინგტონში არსებული ვიტმან ვოკერის კლინიკის მადლიერიცაა, სადაც მას განსაკუთრებული მკურნალობა ჩაუტარდა. ჯენკინს-ბასს ასევე იმედი აქვს, რომ სულ მალე ისეთ მედიკამენტს და სამკურნალო კურსს გამოიგონებენ, რომელიც პაციენტებს აივ ინფექციისაგან სრულ განკურნებაში დაეხმარებათ.
ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან არსებული ჯანდაცვის ვაქცინაციის კვლევის ცენტრის ექიმმა გერუ ნაბელმა ხანგრძილვი მუშაობის შემდეგ სპეციალური ვაქცინა გამოიგონა:
„საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ დაავადების სიღრმისეულმა შესწავლამ, იმ ანტისხეულის ნეიტრალიზების საშუალება მოგვცა, რომელიც აივ ინფიცირების საწინააღმდეგოდ გამოვიყენეთ.“
სწორედ ეს ფართოდ გავრცელებული ანტისხეული იცავს ცოცხალ უჯრედებს ინფექციისაგან. თავდაპირველად, ჯანდაცვის ვაქცინაციის კვლევის ცენტრმა ამ მეთოდის გამოყენება არაინფიცირებულ მაიმუნებზე ცდების ჩატარებით დაიწყო. დადებითი შედეგების მიღების შემდეგ, ექიმმა ნაბელმა, თავის გუნდთან ერთად, ადამიანებში ნეიტრალიზილებული ანტისხეულის გამოყენებისათვის მზადება დაიწყო:
„თუ ამ საცდელმა მეთოდმა დაავადებულ პაციენტებშიც გაამართლა, მაშინ საკმაოდ გაადვილდება აივ ინფექციასთან ბრძოლა. ამ ცდებით ჩვენ ასევე სათანადო ინფორმაციასაც შევაგროვებთ თუ რა რაოდენობისა და რა დონეების ანტისხეულები გვჭირდება ვირუსის ბლოკირებისათვის,“- აცხადებს ექიმი ნაბელი. თუმცა, მისივე აზრით, ეს ყველაფერი არასაკმარისია ეფექტური ვაქცინაციისათვის, რაც პაციენტებს დაავადების საბოლოო განკურნებაში დაეხმარება. ამისათვის, ჯერ კიდევ ბევრი წინააღმდეგობების გადალხვა გარდაუვალი იქნება.