ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში შიდსის გავრცელების ტემპი შენელდა


მსოფლიოში შიდსის გავრცელების ტემპი შენელდა
მსოფლიოში შიდსის გავრცელების ტემპი შენელდა

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში შემცირდა აივის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. აივის ვირუსი მოგვიანებით შიდსს იწვევს. ანგარიში ასევე ამბობს, რომ 56 მა ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა ინფიცირების ახალი შემთხვევები. -ამერიკის ხმის კორესპნდენტი ლისა შლეინი ჟენევიდან იტყობინება:

გაეროს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის დირექტორი მიშელ სიდიბე განცხადებას აკეთებს:

„დღეს ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მსოფლიოში შიდსის გავრცელების ტემპი შევანელეთ. უფრო ცოტა ხალხი ინფიცირდება ვირუსით, გაცილებით ცოტა ხალხი იღუპება დაავადებით და ბოლო 10 წლის მანძილზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა დაახლოებით 20 პროცენტით იკლო.“

გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2009 წელს მსოფლიოში 2.6 მილიონი ადამიანი იქნა აივის ვირუსით ინფიცირებული. ეს მაჩვენებელი 1999 წლის 3.1 მილიონიდან შემცირდა. ასევე ანგარიშის თანახმად 2009 წელს ვირუსის შედეგად გამოწვეული დაავადებებით 1.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც 2004 წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი მეხუდედითაა შემცირებული. ამჟამად მსოფლიოში აივის ვირუსით ინფიცირებული 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ ანტი-რეტროვირუსული თერაპიით მკურნალობას.

ანგარიშის თანახმად, აფრიკის კონტინენტი ყველაზე მძიმე ვითარებაშია ინფექციის გავრცელების მხრივ. ახლად ინფიცირებული ადამიანების 69 პროცენტი სწორედ აფრიკის ქვეყნებზე მოდის. მიუხედავად ვითარებისა, აქაც შეინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა.

გაეროს ცნობით, აფრიკაში აივის ვირუსის გავრცელება ბოლო ხანებში სტაბილური ტემპით ხდება, ხოლო გარკვეულ ქვეყნებში კი კლებულობს. ასევე აღსანიშნავია, რომ შემცირდა ბავშვთა ინფიცრების მაჩვენებელიც.

გაეროს შიდსის პროგრამის დირექტორის მოადგილე პოლ დე ლეი ამბობს, რომ აფრიკის 22 ქვეყანაში აივის ვირუსით ინფიცირება 25 პროცენტით შემცირდა და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ეხება.

„კვლევის დრო აღმოვაჩინეთ, რომ ახალგაზრდები ნაკელბ სექსუალურ პარტნიორებთან ურთიერთობენ და მათი დაახლოებით 75 პროცენტი სქესობრივი კავშირის დროს თავს იცავს. ასევე აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ქვეყნებში ახალგაზრდები გაცილებით გვიან იწყენებ სქესობრივ კავშირებს ვიდრე ადრე. ასე, რომ ის ქცევა, რომელიც აქამდე რისკ-ფაქტორად ითვლებოდა შიდსის გავრცელების მხრივ - იცვლება.“

სიახლეები, სამწუხაროდ, ყველგან დადებითი არ არის. ანგარიშის თანახმად აივის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ანგარიშის თანახმად, აივის ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ამ რეგიონებში 2000 წლიდან 2009 წლამდე თითქმის გასამმაგდა. ეპიდემიის მსხვერლი ძირითადად ნარკომანები, პროსტიტუციის მიმდევრები და ჰომოსექსუალი მამაკაცები არიან. ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთსა და უკრაინაში შეინიშნება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებსა და დასავლეთის სხვა მაღალ შემოსავლიან სახელმწიფოებში პანდემიის საშიშროება გადავლილი არ არის. დასავლეთში აივის ვირუსის გადადების ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰომოსექსუალური ურთიერთოებებია. შეერთებულ შტატებში ვირუსის განსაკუთრებით მაღალი გავრცელების მაჩვენებელი აფრო-ამერიკელებში, ხოლო კანადაში კი აბორიგენ მოსახლეობაში შეინიშნება.

XS
SM
MD
LG