მსოფლიოში ყოველწლიურად შიდსის ვირუსით ინფიცირებული დედისგან 400 ათასი ჩვილი ავადდება.მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამ პრობლემის დასაძლევად ახალი რეკომენდაციები გაავრცელა. ერთერთი საშუალება იმისთვის,რომ შიდსის ვირუსით დაავადებულმა დედებმა ფეხმძიმობის,მშობიარობისა და ძუძუთი კვების დროს შვილებს ვირუსი არ გადასცენ, ინტრავენური მედიკამენტებია.
ყველა დედას სურს შვილი ჯანმრთელი ჰყავდეს.თუმცა შიდსით ინფიცირებული დედა ,ვინც შესაბამის მკურნალობას დროულად არ გაივლის ,შვილის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს და პოტენციური ვირუსის მატარებელს ხდის.
გაეროში შიდსის პრევენციის დარგში მრჩეველი კარუსა კირაგუ აცხადებს,რომ ოთხიდან ექვს კვირამდე ასაკის ჩვილებში შიდსის ვირუსის გამოვლენა სისხლში შესაძლებელია.
„თუ სისხლში შიდსის ვირუსი დაბადებისთანავე არ გამოვლინდა, ბავშვების 70 პროცენტი ორი წელზე მეტს ვერ ცოცხლობს.ასე რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზი იმ ბავშვებში გაკეთდეს, ვისი მშობელიც აივის ვირუსითაა ინფიცირებული“
შიდსის ვირუსით ინფიცირებულ დედებს ჯანმრთელი ჩვილის ძუძუთი გამოკვებას ექვს თვემდე არ ურჩევენ. დიდია ალბათობა იმისა,რომ დედის რძით ბავშვის სისხლში აივის ვირუსი გადავიდეს.
ანა აკენსონი მალავიში ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ წევრია.მისი თქმით:
„შიდსის ვირუსის მქონე დედებს ახალშობილების ექვს თვემდე ძუძუთი კვება ეკრძალებათ.წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვილები დიარეასა და ფილტვების პრობლემებით შიძლება დაიღუპონ“
დედიდან შვილზე შიდსის ვირუსის გადაცემის შემთხვევები განვითარებად ქვეყნებში პრაქტიკულად აღარ არსებობს.თუმცა აფრიკის ქვეყნებში დღემდე ამ პრობლემით უამრავი ბავშვი იღუპება.
ექიმი კირაგუს თქმით,შიდსით ინფიცირებული დედები ჩვილების 45 პროცენტს აავადებენ აივის ვირუსით.ამ მიზეზი კი, რა თქმა უნდა არადაეკვატური სამედიცინო მომსახურება და სოციალური პირობებია.
„ძალიან ბევრმა შიდსით დაავადებულმა დედამ არც კი იცის,რომ მსგავსი მკურნალობა და პროფილაქტიკური საშუალებები არსებობს“
ექსპერტების აზრით,შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მსგავსი რისკისგან ჩვილის დაცვა პირველ რიგში მშობლებს მოეთხოვებათ.თუ მათ ვერ შეძლეს საკუთარ ჯანმრთელობას თავის დროზე გაფრთხილებოდნენ,არსებობს უამრავი საშულაება იმისა, რომ შვილები დროული და ეფექტური მკურნალობით მსგავსი პრობლემიდან დაიცვან.