ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის აღმოსავლეთით მძიმე ბრძოლა, რუსულ აეროდომებზე კი აფეთქებები გრძელდება


FILE PHOTO: View shows an apartment building damaged by a recent Russian military strike in Kherson
FILE PHOTO: View shows an apartment building damaged by a recent Russian military strike in Kherson

უკრაინულმა ძალებმა, აღმოსავლეთში რუსული თავდასხმების ახალი ტალღა მოიგერია, - აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი. ეს მაშინ, როცა ტექნიკოსები, მოსკოვის ბოლო სარაკეტო თავდასხმებით გამოწვეული შეწყვეტილი ელექტრომომარაგების აღდგენას ცდილობენ. ქვეყანაში ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, რუსეთი კი ენერგოქსელებზე იერიშებს აგრძელებს.

რუსული ძალები აგრძელებს შეტევას დონეცკის ოლქის ბახმუტისა და ავდიევკას რაიონებში. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ, 6 დეკემებრს გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, სატანკო და საარტილერიო დარტყმები, 20 მდე დასახლებულ პუნქტზე განახორციელა. მათ შორის, - სოლედარზე, ვერხნოკამიანსკეზე, ანდრიევკასა და იაკოვლივკაზე.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რუსეთის შემდგომი დარტყმებით კვლავ საფრთხე ემუქრება.

„ჩვენი ხალხი არასოდეს ნებდება“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ხუთ დეკემბერს ღამით გავრცელებულ მიმართვაში. ზელენსკის თქმით, რუსეთის იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად, უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რეგიონის დაახლოებით ნახევარი, კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება, - აცხადებს კიევის რეგიონის გუბერნატორი.

კრიტიკულ ენერგო ინფრასტრუქტურაზე 5 დეკემბერს განხორციელებული რუსული თავდასხმების მიუხედავად, 3 მილიონიანი კიევი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ზარალს გადაურჩა. მაგრამ კიევის რეგიონი, დედაქალაქის მიღმა, სადაც ომამდე მოსახლეობა დაახლოებით 1,8 მილიონი იყო, მძიმედ დაზარალდა.

„მომდევნო დღეებში, რეგიონის დაახლოებით ნახევარი, ელექტროენერგიის გარეშე იქნება“ - წერს „ტელეგრამის“ არხზე, კიევის რეგიონის გუბერნატორი, ოლექსი კულება.

ვოლოდიმირ კუდრიცკიმ, ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვმა შეგნებულად დაიწყო თავდასხმები, რადგან ტემპერატურა ნულის ქვემოთ დაეცა.

"ერთი-ორი დღეა საჭირო სისტემაში ნორმალური მომარაგების აღსადგენად", - განუცხადა კუდრიცკიმ უკრაინულ ტელევიზიას.

დაზიანდა სხვა რეგიონებიც, ოდესის რეგიონის წყლის ყველა სატუმბი სადგური და სარეზერვო ხაზი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეწყვეტილია წყალმომარაგება.

თავდასხმა რუსულ აეროდრომებზე

ამ ფონზე, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი აცხადებს, რომ საზღვრის გასწვრივ მდებარე აეროდრომი, „დრონის თავდასხმის“ სამიზნე გახდა.

„კურსკის აეროდრომის მიდამოში, დრონის თავდასხმის შედეგად, საწვავის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა“ - აცხადებს სტაროვოტი. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შაჰინი და რიში საქართველოზე, უკრაინასა და რუსეთზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:22:42 0:00

6 დეკემბერს მომხდარ ამ ინციდენტს, წინ უძღოდა მოსკოვის ბრალდება კიევის მიმართ, სხვა ორ აეროდრომზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

სულ მცირე ერთი დიდი აფეთქება მოხდა რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზაზე სარატოვის რეგიონში, უკრაინის აღმოსავლეთით დაახლოებით 600 კილომეტრში. ხოლო მეორე აფეთქება, რუსეთის სახელმწიფო მედიის გავრცელებული ინფორმაციით, რიაზანის მახლობლად, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე აეროდრომზე განხორციელდა.

მოსკოვისა და მის მიერ კონტროლირებული მედიის მიერ გავრცელებული ინფრომაციის გადამოწმება და დადასტურება, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამასთან, როიტერის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 8 დეკემბერს იწვევს ვირტუალურ შეხვედრას ნავთობისა და გაზის ხელმძღვანელებთან, რათა განიხილონ, თუ როგორ შეუძლია ვაშინგტონს მხარი დაუჭიროს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

XS
SM
MD
LG