ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ყირიმის ხიდზე "მერსედესით" გადავიდა


ვლადიმირ პუტინი (ცენტრში) ყირიმის ხიდზე. 5 დეკემბერი, 2022 წ.
ვლადიმირ პუტინი (ცენტრში) ყირიმის ხიდზე. 5 დეკემბერი, 2022 წ.

ორშაბათს, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმის ხიდზე მანქანით გადადის. "მერსედესის" საჭეს რუსეთის ლიდერი თავად მართავს.

სამანქანო და სარკინიგზო გზის მქონე 19-კილომეტრიანი ხიდი, უკრაინის სამხრეთ ნაწილიში, რუსეთს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. ხიდი პუტინის სიამაყედ ითვლება, ის 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გახსნა. რუსეთის ლიდერი ტრაბახობს, რომ მის აგებაზე ყოველთვის ოცნებობდნენ რუსი მეფეები, თუ საბჭოთა ლიდერები, თუმცა ოცნების ასრულება მათ ვერ შეძლეს.

ვიდეო აჩვენებს, რომ პუტინმა ევროპაში ზომით უდიდესი ხიდის ნაწილზე ფეხითაც გაიარა, რათა მისი დაზიანებული მონაკვეთი დაეთვალიარებინა. დაახლოებით 2 თვის წინ, 8 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეზე, როცა მას 70 წელი უსრულდებოდა, ხიდზე აფეთქება მოხდა. აფეთქებაში მოსკოვი ბრალს უკრაინის სამხედრო დაზვერვას სდებს. თუმცა, კიევს აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აქამდე არ აუღია.

ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ პუტინს თან მარატ ხუსნულინი ახლავს, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე. რუსეთის ცენტრალური არხებით გავრცელებულ ვიდეოში აჩვენებს, თუ როგორ ეკითხება საჭესთან მჯდომი პუტინი ხუსნულინს აფეთქების თაობაზე.

აფეთქებამ ხიდის საგზაო ნაწილის ერთ-ერთი სექცია დააზიანა. ამასთან, რუსეთიდან ანექსირებული ყირიმის მიმართულებით მიმავალ მატარებელზე, აფეთქდა რამდენიმე საწვავით სავსე ტანკერი. მომხდარის გამო ქერჩის სრუტეში გადაადგილება დროებით შეწყდა.

ყირიმი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის ტერიტორია. რუსეთმა ყირიმი 2014 წელს დაიკავა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები, 2014-2022
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG