ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის უსაფრთხოების პროექტი


WHO Logo
WHO Logo

ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების სისსტემა, როგორც მოდელი საჭიროებს დამუშავებას, ადაპტაციას სხხვა ქვეყნების მიერ

აშშ-ის და საერთაშორისო ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა აფრიკასა და აზიაში ჩატარებული ორი წარმატებული სადემონსტრაციო პროექტი წარადგინეს. პროექტის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ ხდება ინფექციური დაავადებების გავრცელების აღმოფხვრა სწრაფი რეაგირების შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლო მომავალში ორი გლობალური მოვლენის ფონზე.

ჩინეთი მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავს და ამ სადღესასწაულო დღეებში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს. ამავე დროს ათი ათასობით ადამიანი რუსეთში სოჭის ოლიმპიადაზე დასასწრებად გაემგზავრება.
ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება ასეთ პირობებში თითქმის შეუძლებელია.

აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ტომ ფრეიდენი აცხადებს, რომ ადგილობრივი კლინიკების და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უნდა მოხდეს ინფექციების მართვა და გაკონტროლება.

დაწყებითი 6 თვიანი პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ვიეტნამისა და უგანდის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ერთობლივი ძალისხმევით, მოსალოდნელი ინფექციური დაავადების ეპიდემიის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა ტექსტური შეტყობინებებით ხდებოდა:

"ამან საშუალება მოგვცა სხარტად აღმოგვეჩინა პრობლემა და შესაბამისად სხართად გვემოქმედა

ე.წ. გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომები მიღებული იყო უგანდაში, აცხადებს ტომ ფრეიდენი, ასევე უზრუნველყოფილი იყო აივის ვივრუსით ინფიცირებული დედების მიერ გაჩენილ ახალშობილთა სისხლის ანალიზის ტრანსპორტირების სწრაფი საშუალებები. ანალიზები კამპალას მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში იგზავნებოდა:

მათ შეძლეს იფრასტრუქტურის გამოყენება. ექიმებმა და ჯანდაცვის სისტემის სხვა წარმომადგენლებმა ცენტრიდან მოწყვეტილი რეგიონებიდან სპეციელური კურიერების საშუალებით ანალიზების დროულად მობილიზება მოახერხეს."

შედეგები დაუყევნებლად პრინტერის საშუალები ცენტრიდან უკან რეგიონალურ კლინიკებში იგზავნებოდა.

პირველადი დაწყებითი პროგრამა ვიეტნამში ჯანდაცვის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას დაეთმო. მათ შეასწავლეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ანალიზების კვლევის აპრობირებული მეთოდები.

როგორც ბატონი ფრეიდენი აღნიშნავს, ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების სისტემა, როგორც მოდელი საჭიროებს დამუშავებას, ადაპტაციას სხვა ქვეყნების მიერ. ეს კი თავის მხრივ მსოფლიოში ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშრობას შეამცირებს:

რადგანაც ჩვენ დაკავშირებულები ვართ ერთამენთთან საკვები პროდუქტების და წყლის გამოყენების მხრივ, საშიშროება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უკვე ყველასათვის საფრთხეს წარმოადგენს.“

ბატონი ფრეიდენის განცხადებით, ძირითადი პრობლემა ახლა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, აზიაში H7 N9 ინფლუენზას ვირუსი და მსოფლიო მასშტაბით მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზია.
XS
SM
MD
LG