ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცეცხლში გახვეული საბერძნეთი - ეკოლოგიური კატასტროფა


ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ბოლო 30 წლის განმავლობაში - ასე აფასებს საბერძნეთის პრემირ-მინისტრი ქვეყანაში ბოლო კვირებში შექმნილ ვითარებას. ველურ ბუნებაში გაჩენილმა ხანძრებმა საბერძნეთში ათობით ჰექტარი ტყე გაანადგურა.

საბერძნეთში გაჩენილი ტყის ხანძრები იმდენად მასშტაბური იყო, რომ ქვეყნის რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდა. კრიზისთან გამკლავებაში ათენს 24 ქვეყნიდან ჩასული ასობით სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ეხმარება. საჭირო გახდა დამატებითი მძიმე ტექნიკის მობილიზებაც.

ერთიანი ბრძოლის შედეგად, საბერძნეთში ახლა ცეცხლის თითქმის ყველა დიდი კერა ჩამქრალია. თუმცა, გადამწვარი და განადგურებულია ტყის მასივები და საცხოვრებელი დასახლებების ნაწილი.

"ჩვენ გადავარჩინეთ არაერთი სიცოცხლე, თუმცა დავკარგეთ ტყის მასები, ქონება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ვართ აგვისტოს შუა რიცხვებში და ნათელია, რომ წინ რთული დგეები გველოდება, სანამ ძლიერი სიცხეები გადაივლის. კლიმატის კრიზისი - მე მინდა გამოვიყენო ეს ტერმინი და არა კლიმატის ცვლილება - ეს არის კლიმატის კრიზისი!"- აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მისოტაკისი, რომელმაც რთული დღეების შემდეგ პირველი განცხადება ჟურნალისტებთან 12 აგვისტოს გააკეთა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აქვე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მეხანძრე მაშველის ოჯახს, რომელსაც ელექტროგადაცემის ბოძი დაეცა. კირიაკოსი ამბობს, რომ დაშავებულია კიდევ რამდენიმე მეხანძრე და მათგან ორი კრიტიკულ ვითარებაშია. პრემიერის განცხადებით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მეხანძრე-მაშველების გადარჩენა მოხდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG