ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ხანძრები და მათგან გამოწვეული საფრთხე იზრდება


California wildfire
California wildfire

კალიფორნიის შტატის ტერიტორიაზე მშრალი, ცხელი ამინდი და ძლიერი ქარი ფიქსირდება, რაც ხანძრების გაძლიერების საშიშროებას აჩენს. კალიფორნიაში წელს, უკვე დაფიქსირდა ყველაზე მძიმე სეზონი ამ მხრივ.

შტატის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკიდურესად ცხელი ამინდი და ძლიერი ქარი ისეთ პირობებს ქმნის, რომ არამხოლოდ ძველი ხანძრების გაძლიერების, არამედ ახალი ხანძრების გაჩენის საფრთხეც ჩნდება.

ამინდის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიაში 31 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ამ სეზონისთვის, განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურაა.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს და სთხოვს, რომ მზად იყვნენ სიტუაციის გართულებისთვის. კალიფორნიის ტყეებისა და ხანძრის დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, დღეიდან, შესაძლოა ხანძრების ახალი სერია დაიწყოს.

კომპანიამ, რომელიც კალიფორნიას ელექტროენერგიით ამარაგებს, ორშაბათს, უკვე განაცხადა, რომ შტატში, მოსალოდნელი ხანძრების გამო, დენის მიწოდება შეეზღუდება საფრთხეში მყოფ დაახლოებით 50,000 მოქალაქეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG