ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყის ხანძარმა ეროპის ორი ქვეყნის დედაქალაქმდე მიაღწია


6 აგვისტოს ათენის ჩრდილოეთში მდებარე სახლებიდან პოლიცია ადამიანების იძულებით ევაკუაციას ახდენდა. მეხანძრეებმა ტყის ხანძრის გაკონტროლება ვერ შეძლეს, რის გამოც სტიქია ათენის გარეუბნებს მიუახლოვდა და ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრა. საბერძნეთში სტიქია ბობოქრობს და ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ტყის ხანძრების გაძლიერებას ქარი და მშრალი ამინდიც ხელს უწყობს.

საბერძნეთში, ისევე როგორც ევროპის დიდ ნაწილში, მიმდინარე ზაფხული ექსტრემალური ტემპერატურით გამოირჩევა.

ერთკვირიანი ცხელი ტალღა საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი პერიოდი იყო, რომელმაც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად რამდენიმე ხანძარი გამოიწვია. ამ დროისთვის საბერძნეთში ხანძრის 56 აქტიური კერა მოქმედებს.

ასევე რთული მდგომარეობაა ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც მთავრობამ 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა 5 აგვისტოს გამოაცხადა. ხანძარი დედაქალაქ სკოპიესაც ემუქრება.

სიცხის, მშრალი პირობების და ქარის გამო, ტყის ხანძრები ზიანს აყენებს სამხრეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თურქეთს და რუსეთს. ევროპის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის ტყის ხანძრები იმდენად ინტენსიურია, რომ ისინი სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზეც კი კარგად ჩანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG