ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა ერთი ქალაქი მთლიანად გადაწვა


კალიფორნიის სიერა ნევადის მთებში მდებარე ისტორიული ქალაქი გრინვილი მთლიანად დაიწვა. ქალაქი ტყის ხანძარმა მოიცვა, რომელიც კალიფორნიის შტატში უკვე რამდენიმე კვირაა მძვინვარებს.

მეხანძრეები გრინვილის გადასარჩენად 5 აგვისტოს მთელი დღე იბრძოდნენ, მაგრამ სტიქიის შეკავება ვერ შეძლეს. ისტორიული ქალაქი კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოს ჩრდილოეთით, დაახლოებით, 250 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG