ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის პარლამენტი კენჭისყრისთვის ემზადება


საბერძნეთის პარლამენტი კენჭისყრისთვის ემზადება, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მკაცრ რეფორმებს, რომელსაც ევროპელი კრედიტორები საბერძნეთისგან ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სანაცვლოდ ითხოვს.

კანონპროექტი პარლამენტს გუშინ წარედგინა და ის ახალ გადასახადებს, საპენსიო რეფორმას და მთავრობის ფინანსების უფრო მკაცრ ზედამხედველობას მოიცავს. ევროპელი კრედიტორები პროექტის დამტკიცებას ოთხშაბათამდე მოითხოვენ.

ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სანაცვლოდ ევროკავშირის ლიდერებმა მოთხოვნები ორშაბათს წარმოადგინეს, ახალი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი კი 95 მილიარდ დოლარს გულისხმობს.

კანონპროექტს პროფკავშირები აპროტესტებენ.ანალიტიკოსების შეფასებით კი ახალი პაკეტის მიზანი საბერძნეთის 19-წევრიან ევროზონაში შენარჩუნებაა.

XS
SM
MD
LG