ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის პრემიერი რეფორმებზე თანახმაა


პრემიერ ალექსის ციპრასის თქმით, მისი თანაშემწეები რეფორმების გეგმაზე მუშაობენ, რომლის მიღების ვადა პარასკევს იწურება. ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას ელიან.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი დღეს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს ხვდება. ოთხშაბათს ოფიციალურმა ათენმა ევროპელ მეზობლებს ახალი სამწლიანი ფინანსური სტიმულირების პაკეტი სთხოვა.

პრემიერ ციპრასის თქმით, მისი თანაშემწეები რეფორმების გეგმაზე მუშაობენ, რომლის მიღების ვადა პარასკევს იწურება. ბერძნების ლიდერი ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად საგადასახადო და საპენსიო რეფორმების გატარების პირობას დებს. თუ საბერძნეთმა ევროკავშირისგან ახალი კრედიტი არ მიიღო, ის სავარაუდოდ იძულებული გახდება 19 ქვეყნისგან შემდგარი ევროზონის ბლოკი დატოვოს. კრედიტორები საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, კვირას გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG