ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუგლის ახალი 5G-მხარდაჭერის მქონდე ტელეფონები შემოდგომაზე გამოვა


გუგლი პირველ ტელეფონს უშვებს, რომელიც 5-ჯის გამოყენებას შეძლებს. "პიქსელ 4ა" და "პიქსელ 5" შემოდგომაზე გამოვა და მისი საწყისი ფასი 499 ამერიკული დოლარი იქნება.

კომპანიამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. აქვე ცნობილი გახდა, რომ ახალი ტელეფონი "პიქსელ 4ა" რომელსაც არ ექნება 5-ჯი მხარდაჭერა გაცილებით იაფი ეღირება. მისი საწყისი ფასი 349 ამერიკული დოლარი იქნება. გუგლის 5-ჯი ტელეფონების მოდელები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში ტაივანსა და ავსტრალიაში.

google 5g
google 5g

გუგლი დაბალბიუჯეტიანი სმარტფონით შეეცდება კონკურენცია გაუწიოს, კომპანია ეფლის ახალ აიფონს რომელიც გაზაფხულზე გამოვიდა და რომლის საწყისი ფასი 399 ამერიკული დოლარია.

გუგლის დაბალბიუჯეტიანი ტელეფონები, ყველაზე მეტად იყიდება, თუმცა კომპანია ამით დიდ მოგებას ვერ ნახულობს. გუგლს ამ მხრივ ძლიერი კონკურენტები ჰყავს-ეფლი და სამსუნგი.

ეფლი შემოდგომაზე ახალ მოწყობილობებს წარუდგენს საზოგადოებას, სამსუნგმა კი უკვე გააკეთა პრეზენტაცია რამდენიმე ახალი მოწყობილობის. მათ შორის, სამსუნგმა გამოუშვა ახალი "გალაქსი ნოუთი"

სამსუნგს და ეფლს კონკურენციას უწევს ჩინური ჰუავეი, რომელიც წელს ლიდერის პოზიციისთვის იბრძვის. პირველ კვარტალში ჰუავეიმ მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე მეტად გაყიდვად ტელეფონებს შორის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG