ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაზე იაფი ახალი აიფონი - პანდემიის ფონზე "ეფლი" ახალ ტელეფონს უშვებს


new iPhone se
new iPhone se

ახალი კორონავირუსის პანდემია "ეფლს" ვერ აფერხებს. კომპანია ახალ აიფონს უშვებს. აიფონ 8-ის დიზაინით და აიფონ 11-ის პროცესორით შექმნილი ახალი ტელეფონი გაყიდვაში 24 აპრილიდან ჩაეშვება.

მისი ფასი კი 399 დოლარიდან დაიწყება.

კომპანია რომ დაბალბიუჯეტიანი ტელეფონის გამოშვებას გეგმავდა, მსოფლიო მედიასაშუალებები ბოლო ერთი თვის განმავლობაში იუწყებოდნენ. თუმცა, არსებობდა ვარაუდი, რომ კომპანიას პანდემია ხელს შეუშლიდა და ახალი ტელეფონები რეალიზაციაში დაგეგმილ დროს ვერ ჩაეშვებოდა.

15 აპრილს ცნობილი გახდა "ახალი აიფონს სე"-ს არსებობის შესახებ. ახალი სმარტფონის შეკვეთა კვირის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

ტელეფონი ვიზუალით აიფონ 8-ის მსგავსია, იდენტურია ზომაც. თუმცა მთავარი განსხვავება გაუმჯობესებული კამერა და პროცესორია.

როგორია ტექნიკური მონაცემები?

  • ტელეფონს აქვს 4.7 ინჩის რეტინა ეკრანი
  • სმარტფონში შესაძლებელია ორი ბარათის ჩადება, *მიკრო ჩიპს სმარტფონი არ კითხულობს
  • პროცესორი A13 buonic - მსგავსი პროცესორი გამოყენებულია აიფონ11-ების შემთხვევაშიც
    • ტელეფონს აქვს ორი კამერა:
      • წინა კამერა - 7 მეგაპიქსელი
        • უკანა კამერა - 12 მიგაპიქსელი.
  • ახალი აიფონი შეძლებს 4K ვიდეობის გადაღებას
  • აქვს სტაბილიზატორი
  • აქვს თითის ანაბეჭდის ფუნქცია
  • ოპერატიული სისტემა iOS13
  • სმარტფონის დატენვა უკაბელოდაც იქნება შესაძლებელი
"ეფლის" ახალი "აიფონი" - SE
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:04 0:00

სმარტფონს გაუმჯობესებული აქვს ბატარეაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეფონი დამუხტვიდან 13 საათის განმავლობაში უპრობლემოდ იმუშავებს.

ახალი სმარტფონი მწარმოებელმა მომხმარებელს სამ ფერში შესთავაზა. ესენია თეთრი, შავი და წითელი.

ხელმისაწვდომი იქნება ასევე 128 და 256 გიგაბაიტის მეხსიერების მქონე მობილური ტელეფონები, რომელთა ფასიც შესაბამისად გაიზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG