ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება


გადაწყვეტილება მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის, კერძოდ, ჩინეთის ეკონიმიკის ზრდის ტემპების შენელების გამო იქნა მიღებული - აცხადებს ამერიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე.

ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნების შესახებ მსოფლიოს საფონდო ბირჟების მუშაობაზე მაშინათვე აისახა. გაურკვევლობის გამო იაპონიის ბირჟა 2-პროცენტიანი მაჩვენებლით დაიხურა. ჩინურ ბაზრებზე ნახევარპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ევროპის ბირჟები კი დღეს დილით ერთპროცენტიანი კლების ფონზე გაიხსნა.

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთებს ჯერჯერობით არ გაზრდის და მათ ისევ რეკორდულად დაბალ დონეზე შეინარჩუნებს. თუმცა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა, სპეციალისტების აზრით, გარდაუვალია და სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე მოხდება. გადაწყვეტილება მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის, კერძოდ, ჩინეთის ეკონიმიკის ზრდის ტემპების შენელების გამო იქნა მიღებული - აცხადებს ამერიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი.

XS
SM
MD
LG