ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის გაზრდას განიხილავს


ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა დღეს გამოაცხადებს გაზრდის თუ არა ბანკი საპროცენტო განაკვეთს. თუ ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი გაზარდა, ეს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება.

საპროცენტო განაკვეთის მომატება იმას ნიშნავს, რომ ბანკებიდან სესხის გამოტანა გაძვირდება, რამაც შესაძლოა ეკონომიკური ზრდა შეაჩეროს. ამასთან, მაღალმა განაკვეთმა შესაძლოა სააქციო ბირჟაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. მეორეს მხრივ, თუ ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი გაზარდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბანკი ეკონომიკის სიძლიერეში დარწმუნებულია, რაც ამერიკული აქციების ფასს გაზრდის.

ცენტრალურმა ბანკმა საპტოცენტო განაკვეთი ფინანსური კრიზისის დროს უპრეცერენდო დონეზე 0 %-დან 0.25%-მდე შეამცირა. შედეგად, ამერიკის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და უმუშევორბის მაჩვენებელი 10-დან 5 პროცენტამდე შემცირდა.

XS
SM
MD
LG