ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ ბერლინში თავდასხმის ეჭვმიტანილი გაათავისუფლა


გერმანიის პოლიციამ ბერლინში, სატვირთო მანქანით განხორციელებული თავდასხმის ერთადერთი ეჭვმიტანილი მონაწილე გაათავისუფლა. საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შეჭრილი სატვირთო მანქანით განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

გერმანიის ფედერალური პროკურორის ოფისის ცნობით, გათავისუფლებულია პაკისტანელი მამაკაცი, იმდენად, რამდენადაც დანაშაულში მისი ბრალდებისთვის საკმარისი სამხილი ვერ მოიძებნა.

"გამოძიებამ საკმარისი სამხილი ვერ მოიპოვა მის წინააღმდეგ,"-განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

ვინაობადაუდგენელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომომანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შეკრებილებს შეაჯახა. თავდამსხმელი მიიმალა, მაგრამ რამდენიმე კილომეტრში პოლიციამ პაკისტანური წარმოშობის მამაკაცი დააკავა. ამ უკანასკნელმა უარყო თავდასხმაში მონაწილეობა, მანამ, ვიდრე პოლიციამ ის გაათავისუფლა არასაკმარისი სამხილის არსებობის გამო.

გერმანიის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის მონაწილე ნამდვილი ტერორისტი, შესაძლოა, ჯერ კიდევ სამშვიდობოს იყოს და რომ პოლიციას ჯერჯერობით არ აღმოუჩენია ის იარაღი, რომელიც მკვლელმა, ავტომანქანის გატაცებამდე, კანონიერი მძღოლის მოსაკლავად გამოიყენა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად დაგმო თავდასხმა.

XS
SM
MD
LG