ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტაინმაიერი: "წინ რთული წლებია"


უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპა დაუცველობის ეპოქაში შეყვანა, განაცხადა პარასკევს გერმანიის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მიმართვაში ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომავალი "საშიში" ათწლეულის შესახებ ისაუბრა.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატების ფრთას წარმოადგენს და რომელიც წარსულში მოსკოვთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს მხარს უჭერდა, თქვა, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ ეს იმედები გააქრო.

”დღევანდელი რუსეთის შემხედვარე, არ რჩება ადგილი ძველი ოცნებებისთვის,” - თქვა შტაინმაიერმა, მიხაილ გორბაჩოვის გამოსვლის ციტირებით.

„გერმანია აღმოჩნდა სხვა დროში, დაუცველობაში, რომელიც ჩვენ გვეგონა რომ დავძლიეთ. ვართ დროში, რომელსაც თან სდევს ომი, ძალადობა და გაქცევა, ევროპაში ომის გავრცელების შეშფოთებით“, - თქვა მან. „წინ უფრო რთული, ძნელი წლებია", - დაამატა მან.

გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესა, და უკრაინა იარაღს აწოდებს. ამავდროულად, ბერლინი ცდილობს მომავალ ზამთარს ენერგორესურსების მიწოდება უზრუნველყოს, რუსული გაზის მიწოდების შეკვეცის შესაძლო შიშის ფონზე.

შტაინმაიერის გამოსვლა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 27 ოქტომბრის განცხადებას მოსდევდა, რომელშიც მან ომში, რომელიც თავად წამოიწყო, დასავლეთს დასდო ბრალი.

25 ოქტომბერს, გერმანიის პრეზიდენტი მოულოდნელად ეწვია კიევს და უკრაინას შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში. ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტი იყო 24 თებერვლის შემდეგ. შტაინმაიერი კიევში ჩასვლას თავდაპირველად აპრილში აპირებდა, მაგრამ კიევმა უარი თქვა მის მასპინძლობაზე წარსულში მისი პოზიციების გამო.

XS
SM
MD
LG