ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები უკრაინას ეწვევიან


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.

გაეროს ბირთვული ზედამხედველი სააგენტო აცხადებს, რომ უკრაინაში „ბინძური ბომბის“ შესაძლო წარმოების შესახებ, რუსეთის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს „დამოუკიდებლად გადაამოწმებს“.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი 27 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ სააგენტოს ინსპექტორები, შესაბამის სამუშაოს უკრაინის ორ ლოკაციაზე ჩაატარებენ. მისივე თქმით, უკრაინიაში სააგენტოს ინსპექტორები, კიევის წერილობითი თხოვნის საფუძველზე იგზავნებიან.

უკრაინაში „ამ კვირის უსაფრთხოების ვიზიტების მიზანია, აღმოაჩინოს ნებისმიერი შესაძლო არადეკლარირებული ბირთვული აქტივობა და მასალები, რომლებიც „ბინძური ბომბების“ შემუშავებასთანაა დაკავშირებული“- განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს და მისი შემუშავების ბოლო სტადიაზეა.

“ბინძური ბომბი“ რადიოაქტიური ნივთიერებების ერთგვარი თაიგულია, რომელიც ფეთქებად ქიმიურ ნივთიერებებშია მოთავსებული. ქიმიკატების აფეტქების შედეგად, რადიოაქტიური მასალა გარემოში ვრცელდება.

კიევმა და დასავლელმა მოკავშირეებმა, რუსული ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ შესაძლოა რუსეთი შემდეგომი ესკალაციისთვის, საბაბის შექმნას ცდილობდეს.

XS
SM
MD
LG