ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი მიზანს ვერ მიაღწევს - შოლცი


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმირ პუტინი ვერ შეძლებს დასავლეთის ერთიანობის დარღვევას და უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას. შოლცის თქმით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს კრემლის ბოლოდროინდელი ქმედებები უკრაიანაში, როცა რუსეთმა ენერგეტიკული ობიექტები დაბომბა. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენ არ დავტოვებთ, მოსკოვის ბოლო ესკალაციას უპასუხოდ. გადამწვარი მიწის ტაქტიკა არ დაეხმარება რუსეთს ომის მოგებაში. ისინი ამ ქმედებით მხოლოდ გააძლიერებენ უკრაინასა და მისი პარტნიორების ერთიანობას და დახმარების სურვილს,“- თქვა შოლცმა ხუთშაბათს, გერმანელ კანონმდებლებთან მიმართვაში.

ოლაფ შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი ერთიანია და მკაფიოდ ხედავს, რომ რუსეთი ენერგორესურსებს და სურსათს იარაღად იყენებს. მისი თქმით, გერმანია ზამთრისთვის ემზადება, ამცირებს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას და ასევე ცდილობს, შეამციროს ენერგორესურსებზე ფასები. შოლცი აცხადებს, რომ პუტინი გაზის გადაკეტვით მიზნებს ვერ მიაღწევს და გერმანიამ უკვე შეძლო ალტერნატიული გზების პოვნა და ზამთარს მომზადებული შეხვდება. პრობლემასთან გამკლავების მიზნით, ბერლინი ბრიუსელს მოუწოდებს, კოორდინირებული ნაბიჯები გადაიდგას.

შოლცს მიაჩნია, რომ პოლიტიკურად დაწესებული გაზის ფასი დიდ საფრთხეს უქმნის მწარმოებლებს და ევროკავშირი შედეგად ნაკლებ გაზს მიიღებს. შოლცი ამბობს, რომ ამერიკის, კანადისა და ნორვეგიის დახმარებით, ევროპა შეძლებს ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ესკალაცია პუტინის ე.წ. ენერგო-ომში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00

XS
SM
MD
LG