ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია: ლავროვის განცხადება კავშირების გაწყვეტაზე "შემაცბუნებელია"


EU Russia

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი მზადაა ევროკავშირთან კავშირები გაწყვიტოს, თუ გაერთიანება მოსკოვს სანქციებს დაუწესებს, აფასებს როგორც „შემაცბუნებელს“.

„განცხადებები შემაცბუნებელი და გაუგებარია“, - განაცხადა ბერლინში პრესკონფერენციაზე სამინისტროს პრესსპიკერმა, სტეფენ საიბერტმა.

სამინისტროს პრესსპიკერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მასის კომენტარებზე მიუთითა, რომელშიც ის საუბრობს დამატებით სანქციებზე, თუმცა ხაზს უსვამს რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობას.

ურთიერთობები ევროკავშირსა და რუსეთს შორის, კიდევ უფრო დაიძაბა, რაც რუსეთში კრემლის კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს. გაერთიანება ახალი სანქციების განხილვას გეგმავს.

ახალი ამბების სააგენტოს „როიტერის“ ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ამ თვეში ევროკავშირი სავარაუდოდ სამოგზაურო შეზღუდვებს დაუწესებს და აქტივებს გაუყინავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებს.

სანქციების დაწესების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვში ევროკავშირის წამყვანი დიპლომატის, უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის ფონზე, მოსკოვმა ქვეყნიდან გერმანიის, პოლონეთის და შვედეთის დიპლომატები გააძევა. ამ ნაბიჯს შესაბამისად უპასუხეს ევროკავშირის ქვეყნებმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინტერვიუში, სერგეი ლავროვს ეკითხებიან, მიდის თუ არა რუსეთი ევროკავშირთან კავშირების გაწყვეტისკენ.

„ჩვენ გამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ (ამისთვის) მზად ვიყოთ. იმ შემთხვევაში თუ კიდევ ერთხელ ვიხილავთ სანქციების დაწესებას გარკვეულ სექტორებში, რომელიც ჩვენ ეკონომიკას რისკს უქმნის“, - თქვა ლავროვმა.

„ჩვენ არ გვინდა გლობალური ცხოვრებიდან იზოლაცია, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მშვიდობა გსურს, ომისთვის უნდა ემზადებოდე“, - თქვა ლავროვმა.

მოგვიანებით კრემლმა კომენტარის უფრო რბილი ინტერპრეტაცია არჩია და თქვა, რომ რუსეთს სურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება, თუმცა რომ მოსკოვი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ბრიუსელმა ურთიერთობები გაწყვიტოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG