ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის მომავალმა კანცლერმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეპიდემიოლოგი დაასახელა


კარლ ლაუტერბახი
კარლ ლაუტერბახი

გერმანიის სავარაუდო მომავალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა, დღეს ჯანდაცვის მინისტრის ნომინაციაზე, ეპიდემიოლოგი კარლ ლაუტერბაქი დაასახელა. ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია და ცნობილია როგოროც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მხურვალე მხარდამჭერი.

შოლცმა ლაუტერბაქი და სხვა ნომინანტები ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. მისი თქმით, პანდემიის დროს სასურველი იქნებოდა, რომ ქვეყნის ჯანდაცვას სწორედ ჯანდაცვის ექსპერტი გაძღოლოდა. ლაუტერბაქი ამ ორი წლის მანძილზე გერმანული რადიოს და ტელევიზიის ხშირი სტუმარი იყო, სადაც ის პანდემიის საკითხებს განიხილავდა.

ლაუტერბაქმა შოლცს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პანდემია გაცილებით უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, ვიდრე ეს უმეტესობას წარმოუდგენია. თუმცა, გერმანია მას თავს გაართმევს, ამბობს ეპიდემიოლოგი. ვაქცინაცია მისი აზრით, წამყვან როლს ითამაშებს, მაგრამ არ იქნება ერთადერთი გზა პანდემიის დამარცხების.

​ოლაფ შოლცის ლიდერობით სოციალ-დემოკრატებმა სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. გერმანიის მართვას კოალიციური მთავრობა გადაიბარებს, რომელსაც შოლცი გაუძღვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG