ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია აუცრელებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს


გერმანიის მთავრობამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აუცრელი მოქალაქეებისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები მზარდი ინფიცირების პარალელურად გამკაცრდა.

გერმანიის ყოფილმა და სავარაუდოდ მომავალმა კანცლერებმა, მერკელმა და ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ აუცრელ მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება, შევიდნენ ისეთ მაღაზიებსა და დაწესებულებებში, რომლებშიც შესვლაც არსებითი მნიშვნელობის საქმედ არ მიიჩნევა. ასევე ვერ დაესწრებიან კულტურულ და სარეკრეაციო ღონისძიებებს. ეს განცხადება 16 შტატის მმართველებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

მერკელის განმარტებით, პარლამენტი ასევე აპირებს განიხილოს სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი, რადგან ქვეყანა ახლა კორონავირუსის მეოთხე ტალღის წინაშეა და ინფიცირება სწრაფად იზრდება. რობერტ კოხის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 70 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მერკელის თქმით, მეოთხე ტალღის ასეთი მომძლავრება გულდასაწყვეტია, განსაკუთრებით კი ზოგიერთი რეგიონის მონაცემის გაცნობის შემდეგ. მან ხალხს ეროვნული სოლიდარობის გამოჩენისკენ მოუწოდა, რადგან ქვეყანაში საავადმყოფოები მალე შესაძლებლობების მაქსიმუმს ამოწურავს და გადაიტვირთება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG