ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობით, კანცლერო მერკელ - გამარჯობა, კანცლერო მერკელ


ვიდრე გერმანელები კვირას, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მივიდოდნენ, ბერლინში პოპულარული იყო ხუმრობა იმის შესახებ, რომ თითქმის ოცწლიანი კანცლერობის შემდეგ, მერკელი პენსიაზე გადის, თუმცა პოლიტიკურ კარიერას იანვარში, ერისადმი ბოლო საახალწლო მიმართვით დასრულებს.

როგორც ჩანს ეს ნამდვილად ასე იქნება.

ფედერალური საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა, ყველა პარტიას იმედები გაუცრუა. წინ მრავალთვიანი პოლიტიკური პროცესია, რომელითაც კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს. პარტიებს შორის ყველაზე მეტად იმედგაცრუებული, მერკელის პარტიაა. ქრისტიან-დემოკრატებმა არჩევნებზე საკუთარი ყველაზე უარესი შედეგი აჩვენეს და მემარცხენე სოციალ-დემოკრატებთან დამარცხდნენ.

თუმცა, სოციალ-დემოკრატების შედეგიც მოსალდონელს საგრძნობლად ჩამორჩება. მათ მოლოდინებს, ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები აძლიერებდა. კვლევის მიხედვით, ისინი ხელისუფლებაში ბოლო 16 წლის განმავლობაში მყოფ მეტოქეს, დაახლოებით 6%-ით უსწრებდნენ.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ეს უპირატესობა 1,6%-მდე შემცირდა. ეს საკმარისი სხვაობა იმისთვის, რომ გამარჯვება გამოაცხადა, მაგრამ არასაკმარისია მმართველო კოალიციის შექმნის პროცესში, ძლიერი დომინირებისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 25,8% მოიპოვა, ხოლო ქრსისტიან დემოკრატიულმა პარტიამ და ბავარიულმა ქრისტიან-სოციალისტურმა ალიანსმა, კომბინირებული 24,1%. 2017 წელს გამართულ არჩევნებზე, ალიანსის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი 32,9%-ს აღწევდა.

ლიმბო - გაურკვევლობა გზაგასაყარზე

ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნების შედეგები გერმანიას პოლიტიკურ გაურკვევლობაში ტოვებს. ანალიტიკოსები ამ რთული პროცესის დასრულებას და მერკელის მემკვიდრის გამოვლენას, მომდევნო წლამდე არ ელოდებიან.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, არმინ ლაშეტი ღიად მიანიშნებს, რომ კანცლერობისთვის ბრძოლას იწყებს. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება შევძლოთ. გერმანიას ახლა სჭირდება მომავლის კოალიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოდერნიზებას შეუწყობს ხელს“ - უთხრა ლაშეტმა საკუთარ ამომრჩეველს.

ვიდრე ლაშეტი, ან შოლცი ვერ შეძლებს ბუნდესტაგში უმრავლესობის დაკომპლექტებას, კანცლეის მოვალეობის შესრულებას ანგელა მერკელი განაგრძობს. ორპარტიული კოალიციის ჩრდილები უკვე ნათელია და ეს რთული გამოწვევა იქნება.

ორივე პარტიაში მიაჩნიათ, რომ ლაშეტისა და შოლცის მიერ, ერთობლივი, მმართველი კოალიციის შექმნის შესაძლებლობა ნაკლებია და ნებისმიერ შემთხვევაში, უმრავლესობის შესადგენად მესამე პარტიების ჩართულობაა საჭირო. თავად ლაშეტი ამბობს, რომ რომ ასეთი გაერთიანება შეუძლებელია. „ჩვენ გვჭირდება ახალი დასაწყისი“ - განუცხადა მან მხარდამჭერებს.

ამრიგად, ქრისტიან და სოციალ დემოკრატები ახლა დგანან რეალობის წინაშე, როცა პირველად ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, მმართველი კოალიცია შესაძლოა სამი განსხვავებული იდეოლოგიის პარტიამ შექმნას. მემარცხენე მწვანეებთან ან ბიზნესის მხარდამჭერ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად.

„ამომრჩევლის ნება ნათელია. მათ თქვეს, ვინ უნდა შექმნას მომავალი მთავრობა, სამი პარტიის გაძლიერების გზით - სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, მწვანეებმა და თავისუფლმა დემოკრატებმა. შესაბამისად, ეს არის მკაფიო მანდატი, რომელიც ამ ქვეყნის ამომრჩეველმა, მომავალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სამ პარტიას მისცა,“ - განაცხადა მხარდამჭერებტან საუბრისას შოლცმა.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG